
II კვარტალში შემცირდა რძის, ხორცისა და კვერცხის წარმოება - საქსტატი
საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის II კვარტალში შემცირდა როგორც ხორცისა და რძის წარმოება, ისე კვერცხის. კერძოდ, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, II კვარტალში რძის წარმოებამ 168.8 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 9%-ით ნაკლებია. საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში ხორცის წარმოება 18.2 ათასი ტონა იყო, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდზე 12%-ით ნაკლებია.
რაც შეეხება კვერცხს, II კვარტალში წარმოებულია 178.2 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.8 პროცენტით ნაკლებია. ქვეყანაში ასევე შემცირებულია პირუტყვის რაოდენობა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის II კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 5.4%-ით შემცირდა და 821 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 380.4 ათასით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელზე 6%-ით ნაკლებია.
ღორის რაოდენობა 172 ათასი შეადგინა 5.5%-ით ნაკლები წინა წლის შესაბამის პერიოდზე. ასევე შემცირდა ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.6 მილიონი ფრთა შეადგინა (კლება 5%-ია).
BM.GE
წყარო: bm.ge