მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ყველას დავეხმარებით, გვერდით დავუდგებით და ყველაფერი მოწესრიგდება" - კალაძე ლეღვთახევში მიმდინარე სამუშაოებზე
"ყველას დავეხმარებით, გვერდით დავუდგებით და ყველაფერი მოწესრიგდება" - კალაძე ლეღვთახევში მიმდინარე სამუშაოებზე

"ყველას დავეხმარებით, გვერდით დავუდგებით და ყველაფერი მოწესრიგდება" - კალაძე ლეღვთახევში მიმდინარე სამუშაოებზე

BM.GE17 აგვისტო, 2026, 18:29|bm.ge

თბილისის მერი კახა კალაძე ლეღვთახევში უხვი ნალექის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო.

მერიის ცნობით, ტერიტორია უხვი ნალექის მიერ ჩამოტეხილი ტოტებისგან და სხვადასხვა ნატანი მასალისგან იწმინდება. პროცესში მერიის ყველა შესაბამისი სამსახური, მათ შორის შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები არიან ჩართული.

„ლეღვთახევში მიმდინარეობს გაწმენდის სამუშაოები. ორი დღის წინ მოსულმა უხვმა ნალექმა დედაქალაქის კონკრეტულ რაიონებსა და უბნებში გარკვეული პრობლემები შექმნა. ლეღვთახევი ერთ-ერთი ასეთი ლოკაცია იყო. მდინარე ადიდდა, რომელმაც დააზიანა არსებული ინფრასტრუქტურა, ახლა კი მისი აღდგენა და ტერიტორიის გაწმენდა მიმდინარეობს. დაზიანებულია მოაჯირებიც. რამდენიმე დღე დაგვჭირდება ყველაფრის აღდგენისთვის. ყველა მისამართზე, სადაც პრობლემა დაფიქსირდა და საიდანაც ზარი შემოგვივიდა, ჩვენი ყველა სამსახური მობილიზებული იყო. არ დაგვიტოვებია არცერთი ადგილი, სადაც არ მივედით. ყველას დავეხმარებით, გვერდით დავუდგებით და ყველაფერი მოწესრიგდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„თბილსერვის ჯგუფის“ მობილური ჯგუფები ლოკალურად არიან გადანაწილებული იმ წერტილებში, სადაც უხვი ნალექის გამო გადაადგილება შეფერხდა ან საფრთხე შეიქმნა. სალიკვიდაციო პროცესში სრულად არის ჩართული როგორც სპეცტექნიკა, ისე ცოცხალი ძალა.

პარალელურად, გაიწმინდა სანიაღვრე ქსელები და ჭები, რომლებიც უხვი ნალექის შედეგად სხვადასხვა სახის ნარჩენით ამოივსო, ხოლო გზის სავალი ნაწილი ჩამოტანილი მიწისა და შლამისგან გათავისუფლდა.

უწყების ცნობით, მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, პროცესის მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. „თბილსერვის ჯგუფის“ შესაბამისი დანაყოფები სრულ მზადყოფნაში რჩებიან, რათა ნებისმიერ გამოწვევასა თუ შესაძლო სიტუაციას ოპერატიულად შეხვდნენ.

ძლიერი წვიმა თბილისში 15 აგვისტოს მოვიდა. თბილისში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, დაიტბორა ქუჩები, სარდაფები, მეტროსადგურები „რუსთაველი“ და „ვაჟა-ფშაველა“.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კალაძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 56 სტატია.

  • ცოტნე ანანიძე: ტოკიოდან თბილისამდე, უხვ ნალექთან დაკავშირებული გამოწვევებია, ვნახეთ მერიის თანამშრომლების თავდაუზოგავი მუშაობა ძლიერი წვიმის დროს, ოპოზიცია კი, ლაზარეობას (ამინდის ღვთაება) ითხოვს კალაძისგანიმედი
  • ხინკლამდე და ღვინომდე დაყვანილი ეროვნული ღირსების საქმე - როგორ შეფასდა კალაძის რუსულენოვანი ინტერვიუტვ პირველი
  • კალაძე: თვითონ როგორ აგრძელებენ ამ ყველაფერს. სამარცხვინოა ეს ყველაფერიფორმულა
  • კახა კალაძე: გადახედეთ, რა მონაცემებია ევროპული ქვეყნების რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით, მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი გაჩაღდარუსთავი 2
კალაძე →ყველაფერი →

მსგავსი სტატიები

გორის საკრებულოს „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი სოსო მუმლაძე თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

გორის საკრებულოს „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი სოსო მუმლაძე თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

BM.GE

ივლისის ჩათვლით ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო შესყიდვებმა $5 მლრდ შეადგინა - TBC Capital

ივლისის ჩათვლით ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო შესყიდვებმა $5 მლრდ შეადგინა - TBC Capital

BM.GE

ტოკენიზაცია საქართველოსთვის გლობალურ ეკოსისტემაში ძლიერი პოზიციით ინტეგრირების ბერკეტია - ლევან ბოძაშვილის ანალიზი

ტოკენიზაცია საქართველოსთვის გლობალურ ეკოსისტემაში ძლიერი პოზიციით ინტეგრირების ბერკეტია - ლევან ბოძაშვილის ანალიზი

BM.GE

„ბიზნესი თავისუფალია“ - კალაძე აფხაზეთში საწვავის შეტანას კანონიერად მიიჩნევს

„ბიზნესი თავისუფალია“ - კალაძე აფხაზეთში საწვავის შეტანას კანონიერად მიიჩნევს

BM.GE