მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. II-VI კლასელები სკოლის ფორმებს ნოემბერ-დეკემბერში მიიღებენ - ზვიად გაბისონია
II-VI კლასელები სკოლის ფორმებს ნოემბერ-დეკემბერში მიიღებენ - ზვიად გაბისონია

II-VI კლასელები სკოლის ფორმებს ნოემბერ-დეკემბერში მიიღებენ - ზვიად გაბისონია

BM.GE3 ივნისი, 2026, 13:47|bm.ge

განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიას განცხადებით, საჯარო სკოლების II-VI კლასის მოსწავლეები სასკოლო ფორმებს მიმდინარე წლის ბოლოს, ნოემბერ-დეკემბერში მიიღებენ - ამის შესახებ გაბისონიამ BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სკოლის დაწყების მომენტისთვის კი ფორმა მხოლოდ პირველკლასელებს ექნებათ.

"დაახლოებით ნოემბრის თვეში [ექნებათ ბავშვებს სკოლის ფორმები], როგორც მახსოვს. ჯერ, სექტემბრის თვეში პირველი კლასის ნაწილი იქნება დატვირთული და შემდეგ - პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით. დაახლოებით წლის ბოლომდე [ექნებათ ფორმები], ნოემბერ-დეკემბერში", - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

გასული თვის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ 15 სექტემბერს სასკოლო ფორმები მხოლოდ პირველ კლასელებს ექნებათ.

14 მაისს ტენდერის შეწყვეტის შემდეგ, განათლების სამინისტრომ 25 მაისს სასკოლო ფორმების შესასყიდად ბაზრის განმეორებითი კვლევა გამოაცხადა. გაიზარდა პროექტის ფასი და 44.9 მილიონი ლარის ნაცვლად, მასზე 45.6 მილიონი ლარი დაიხარჯება.

მინისტრ გივი მიქანაძის ინფორმაციით, აზრის კვლევაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართულმა, ასევე უცხოურმა კომპანიებმა, თუმცა მათ მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს.

ზვიად გაბისონიას თქმით, პირველ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შესაბამისი დოკუმენტაცია ვერ წარადგინა, რის გამოც ახალი ტენდერი გამოცხადდა, თუმცა დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის.

"აღნიშნული განმარტება მინისტრმა უკვე გააკეთა, შესაბამისად, ახლა დამატებით განცხადებას ვერ გავაკეთებთ. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები. მოგეხსენებათ, რომ ტენდერს აქვს თავისი პროცედურა. პროცედურას ახლავს გარკვეული ტიპის დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, ვერ წარმოადგინა გამარჯვებულმა პრეტენდენტმა შესაბამისი დოკუმენტაცია. ეს არის ჩვეულებრივი, შესყიდვების კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები და პროცედურების შესაბამისად მოხდა ახალი ტენდერის გამოცხადება", - ამბობს ზვიად გაბისონია.

კითხვაზე, შეიკერება თუ არა ფორმები საქართველოში, მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ეს საკითხი გამარჯვებულ კომპანიაზე იქნება დამოკიდებული.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შეიძინე აქციები და კრიპტო აქტივები საქართველოს ბანკში - მიიღე 1,000,000 PLUS ქულა საჩუქრად

შეიძინე აქციები და კრიპტო აქტივები საქართველოს ბანკში - მიიღე 1,000,000 PLUS ქულა საჩუქრად

BM.GE

ბოთლზე ე.წ. 10-თეთრიანი გადასახადი, მცირე მარნებისთვის, სავარაუდოდ, არ დაწესდება|ინტერვიუ

ბოთლზე ე.წ. 10-თეთრიანი გადასახადი, მცირე მარნებისთვის, სავარაუდოდ, არ დაწესდება|ინტერვიუ

BM.GE

"ყველა უნივერსიტეტს მიეწოდება ის დაფინანსება, რაც მათ სჭირდებათ" - განათლების მინისტრის მოადგილე

"ყველა უნივერსიტეტს მიეწოდება ის დაფინანსება, რაც მათ სჭირდებათ" - განათლების მინისტრის მოადგილე

BM.GE

მშობლებთან შეხვედრა ნაყოფიერი იყო, თუმცა გადაწყვეტილებამდე მუშაობაა საჭირო - სარჯველაძე

მშობლებთან შეხვედრა ნაყოფიერი იყო, თუმცა გადაწყვეტილებამდე მუშაობაა საჭირო - სარჯველაძე

BM.GE