მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ილია თოფურიამ საავადმყოფო დატოვა - სპორტსმენი წელს სავარაუდოდ, ვეღარ იბრძოლებს | Eurosport
ილია თოფურიამ საავადმყოფო დატოვა - სპორტსმენი წელს სავარაუდოდ, ვეღარ იბრძოლებს | Eurosport

ილია თოფურიამ საავადმყოფო დატოვა - სპორტსმენი წელს სავარაუდოდ, ვეღარ იბრძოლებს | Eurosport

BM.GE16 ივნისი, 2026, 16:50|bm.ge

ილია თოფურიამ ვაშინგტონის საავადმყოფო დატოვა. სპორტსმენმა UFC Freedom 250-ზე ჯასტინ გეიჯისთან მარცხის შემდეგ, სახის არეში მიღებული დაზიანებების გამო კლინიკას ოქტაგონის დატოვებისთანავე მიმართა.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური სამედიცინო დასკვნა ჯერ არ გამოქვეყნებულა, Eurosport-ისა და ABC-ის MMA მიმომხილველის, ალვარო კოლმენეროს ინფორმაციით, თოფურიას ორივე თვალბუდის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება.

დაზიანება საკმაოდ სერიოზულია, თუმცა დადებითი ის არის, რომ ქირურგიული ჩარევა საჭირო არ გამხდარა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე თვალი დაზიანებულია, მარჯვენა მხარეს უფრო მძიმე ხარისხის დაზიანება აღენიშნება, რაც ოთხი რაუნდის განმავლობაში მიღებული მრავალრიცხოვანი დარტყმების შედეგია.

სპეციალისტების რეკომენდაციით, მსგავსი ტრავმის დროს საჭიროა რამდენიმეთვიანი სრული დასვენება და ვარჯიშის პროცესთან ეტაპობრივი, ფრთხილი დაბრუნება.

"აქედან გამომდინარე, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ თოფურია მიმდინარე წელს ოქტაგონს ვეღარ დაუბრუნდება და მომავალ წლამდე ბრძოლას ვერ შეძლებს", - წერს Eurosport-ი.

"ჩემი გეგმაა, რომ ის სახლში წავიდეს და დაისვენოს, დრო საკუთარ თავს დაუთმოს. მისთვის ეს მძიმე ღამე აღმოჩნდა", - განაცხადა UFC-ის პრეზიდენტმა, დეინა უაითმა ბრძოლის შემდგომ პრესკონფერენციაზე.

საკუთარ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება სოციალურ ქსელში თავად მებრძოლმაც გაავრცელა:

"აღვდგები, დავისვენებ და დავბრუნდები უფრო ძლიერი, უფრო ბრძენი და ბევრად უფრო სახიფათო".

სპორტსმენის გუნდის წევრებმა Eurosport-თან საუბარში დაამატეს, რომ ილია თოფურია მხნედ არის და მოტივირებულია, რათა მომავალში კუთვნილი პოზიციები დაიბრუნოს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნავთობის გაიაფება ქართულ ბაზარზეც აისახება, ფასების კლებას მომხმარებელი ახლო პერიოდში ნახავს - ვასილ ხორავა

ნავთობის გაიაფება ქართულ ბაზარზეც აისახება, ფასების კლებას მომხმარებელი ახლო პერიოდში ნახავს - ვასილ ხორავა

BM.GE

"ჯადექსა", "კახეთი", "ხურო"- ვინ ფლობს კომპანიებს, რომლებიც რკინიგზის კორუფციულ სქემაში იყვნენ ჩართული

"ჯადექსა", "კახეთი", "ხურო"- ვინ ფლობს კომპანიებს, რომლებიც რკინიგზის კორუფციულ სქემაში იყვნენ ჩართული

BM.GE

წლის ბოლოს საქართველოში ინფლაცია 6%-ს მიაღწევს - თიბისი კაპიტალის მაკროეკონომიკური განახლება

წლის ბოლოს საქართველოში ინფლაცია 6%-ს მიაღწევს - თიბისი კაპიტალის მაკროეკონომიკური განახლება

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE