მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ილონ მასკის xAI მინესოტას შტატს უჩივის - რაზე დაობს კომპანია?
ილონ მასკის xAI მინესოტას შტატს უჩივის - რაზე დაობს კომპანია?

ილონ მასკის xAI მინესოტას შტატს უჩივის - რაზე დაობს კომპანია?

BM.GE30 ივლისი, 2026, 04:21|bm.ge

SpaceX-ის მფლობელობაში არსებულმა ხელოვნური ინტელექტის კომპანია xAI-მ მინესოტას შტატის გენერალური პროკურორის, კით ელისონის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. არსებული ინფორმაციით, დავა ეხება შტატის იმ კანონს, რომელიც ინტიმური ფოტოების უნებართვო გენერირების პროგრამების აკრძალვას ითვალისწინებს. xAI-ის იურისტების შეფასებით, საკანონმდებლო აქტი სიტყვის თავისუფლებასა და ვიზუალური გამოხატვის ინსტრუმენტებს არაპროპორციულად ზღუდავს.

აღსანიშნავია, რომ მინესოტას შტატის ახალი რეგულაცია ძალაში შაბათს შედის. კანონი იმ ვებგვერდებსა და აპლიკაციებს ეხება, რომლებიც მომხმარებლებს ინტიმური შინაარსის ყალბი ფოტოების უნებართვოდ შექმნის საშუალებას აძლევს. დარღვევის თითოეულ შემთხვევაზე ჯარიმის სახით $500,000 არის გათვალისწინებული. კომპანიის დამცველების განცხადებით, 100,000 აკრძალული ფოტოს შექმნის შემთხვევაში, ჯარიმების ჯამურმა ოდენობამ შესაძლოა $50 მილიარდს მიაღწიოს.

ამასთან, xAI-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პლატფორმაზე ინტიმური ფოტოების უნებართვოდ შექმნა უკვე მკაცრადაა აკრძალული. კომპანიის განმარტებით, ისინი აქტიურად იყენებენ ტექნოლოგიურ შეზღუდვებს. ამასთან, დაწყებული აქვთ სამართლებრივი დავა იმ პირების წინააღმდეგაც, რომლებიც დაწესებული აკრძალვების გვერდის ავლით ყალბ ფოტოებს მაინც ქმნიან.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ძალაში შაბათს შედის და რომელიც ყველაზე დიდ საფრთხეს სწორედ მასკის კომპანიას უქმნის, მინესოტას შტატის სენატორ ერინ მეი კუეიდს ეკუთვნის. ეს არის კანონმდებელი, რომელმაც კანონპროექტი 80-ზე მეტი ქალის ფოტოების უნებართვოდ დამუშავების ფაქტის გამოვლენის შემდეგ მოამზადა.

აქვე უნდა ითქვას, რომ xAI-მ ანალოგიური სარჩელი შეიტანა კალიფორნიის შტატის წინააღმდეგაც, სადაც ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ყალბი კონტენტის შეზღუდვას ცდილობდნენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

13 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

13 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

BM.GE

"როდის ბუთქავს, არ ვიცით" - ფინანსისტი განმარტავს, რატომაა სწორი სავალუტო რეზერვების ზრდის პოლიტიკა

"როდის ბუთქავს, არ ვიცით" - ფინანსისტი განმარტავს, რატომაა სწორი სავალუტო რეზერვების ზრდის პოლიტიკა

BM.GE

მომავალი წლიდან სკოლებში რეპეტიტორიუმის მოდელი, საგამოცდო საგნებს კი იტალიური დაემატება - მიქანაძე

მომავალი წლიდან სკოლებში რეპეტიტორიუმის მოდელი, საგამოცდო საგნებს კი იტალიური დაემატება - მიქანაძე

BM.GE

„ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს“ - მთავრობა პროფესიული განათლების საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს

„ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს“ - მთავრობა პროფესიული განათლების საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს

BM.GE