მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ილონ მასკმა კატეგორიულად უარყო ცნობები, თითქოს Tesla-ს ჩინეთის ბიზნესის გაყიდვას გეგმავს
ილონ მასკმა კატეგორიულად უარყო ცნობები, თითქოს Tesla-ს ჩინეთის ბიზნესის გაყიდვას გეგმავს

ილონ მასკმა კატეგორიულად უარყო ცნობები, თითქოს Tesla-ს ჩინეთის ბიზნესის გაყიდვას გეგმავს

BM.GE31 ივლისი, 2026, 21:50|bm.ge

ამერიკელმა მულტიმილიარდერმა, ილონ მასკმა ყალბი უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla ჩინეთის ბიზნესის გამოყოფას ან გაყიდვას გეგმავს.

საყურადღებოა, რომ თავად ინფორმაციის ავტორმა, The Wall Street Journal-მა ცნობები საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა. მის თანახმად, კომპანიის ხელმძღვანელობას ჩინური ფილიალის გამოცალკევების შესახებ მითითება უკვე მიღებული ჰქონდა.

გამოცემის ცნობით, ეს ნაბიჯი Tesla-სა და კოსმოსური ტექნოლოგიების კომპანია SpaceX-ის სავარაუდო შერწყმისთვის მზადებას უკავშირდებოდა, თუმცა მასკმა სოციალურ ქსელ X-ში აღნიშნულ ცნობას აბსურდული უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი საკითხი განხილვის დონეზეც კი არასდროს წამოჭრილა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ორ კომპანიას შორის შესაძლო გაერთიანება, განსაკუთრებით ჩინეთის მხრიდან, სერიოზულ გეოპოლიტიკურ და მარეგულირებელ ბარიერებს შექმნიდა. საქმე ის არის, რომ SpaceX-ი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის მსხვილი კონტრაქტორია, Tesla კი ჩინეთში მსხვილ საწარმოებს ფლობს.

შეგახსენებთ, შანხაის გიგაფაბრიკა Tesla-ს ყველაზე მსხვილი და პროდუქტიული საწარმოა. ობიექტის წლიური სიმძლავრე 950,000-ზე მეტ ავტომობილს შეადგენს, ის კომპანიის გლობალური მიწოდების ნახევარზე მეტს უზრუნველყოფს და ევროპის, კანადისა და აზიის რეგიონების ძირითად საექსპორტო ჰაბად მიიჩნევა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მესტიაში ზაფხულის სეზონი კვლავ პიკურ პერიოდად რჩება - „ანას სასტუმროს“ დამფუძნებელი

მესტიაში ზაფხულის სეზონი კვლავ პიკურ პერიოდად რჩება - „ანას სასტუმროს“ დამფუძნებელი

BM.GE

Microsoft-მა AI-ის განვითარებაზე შეზღუდვების დაწესების პირობა დადო

Microsoft-მა AI-ის განვითარებაზე შეზღუდვების დაწესების პირობა დადო

BM.GE

ირაკლი ლექვინაძე : თუ „სამართლიანი ვაჭრობის“ კანონმდებლობის აღსრულება GCCA-ს დაევალება, ამისთვის მზად ვართ

ირაკლი ლექვინაძე : თუ „სამართლიანი ვაჭრობის“ კანონმდებლობის აღსრულება GCCA-ს დაევალება, ამისთვის მზად ვართ

BM.GE

თურქეთში ინფლაცია შენელდა - როგორი მოლოდინები აქვს მთავრობას?

თურქეთში ინფლაცია შენელდა - როგორი მოლოდინები აქვს მთავრობას?

BM.GE