მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მესტიაში ზაფხულის სეზონი კვლავ პიკურ პერიოდად რჩება - „ანას სასტუმროს“ დამფუძნებელი
მესტიაში ზაფხულის სეზონი კვლავ პიკურ პერიოდად რჩება - „ანას სასტუმროს“ დამფუძნებელი

მესტიაში ზაფხულის სეზონი კვლავ პიკურ პერიოდად რჩება - „ანას სასტუმროს“ დამფუძნებელი

BM.GE14 სექტემბერი, 2026, 23:47|bm.ge

მესტიაში სასტუმროებისთვის ზაფხულის სეზონი კვლავ ყველაზე დატვირთულ პერიოდად რჩება. „ანას სასტუმროს“ დამფუძნებლის, ანა გირგვლიანის შეფასებით, მიმდინარე წელს სტუმრების აქტიურობა განსაკუთრებით ივლისსა და აგვისტოში შეინიშნებოდა.

როგორც ანა გირგვლიანი BMGTV-ის ეთერში “ქალების ნარატივი” აცხადებს, მესტიის მიმართ ინტერესმა ბოლო წლებში შეიცვალა და სვანეთში სტუმრები მხოლოდ ლაშქრობის ან კონკრეტული ტურისტული მარშრუტების გამო აღარ მიდიან. მისივე თქმით, რეგიონს სულ უფრო ხშირად სტუმრობენ, როგორც ქართველი, ისე უცხოელები. ოჯახები და ადამიანები, რომლებსაც ბუნებაში დასვენება და განტვირთვა სურთ.

„ზოგადად მესტიაში, მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის კურორტები გვაქვს უნიკალური და მნიშვნელოვანი ნებისმიერი ადამიანისთვის, ზაფხულის სეზონი მაინც უფრო ითვლება, რომ არის უფრო წარმატებული და მეტი ხალხია. პიკი ძირითადად იყო ივლისში და აგვისტოში. ძალიან ბევრი ხალხი გვსტუმრობდა ამ პერიოდისთვის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სვანეთი მარტო ორი სეზონი არ არის და ძალიან ლამაზია ის ნებისმიერ სეზონზე“, - აცხადებს ანა გირგვლიანი.

მისივე თქმით, სტუმრების სტრუქტურაში ქართველი ვიზიტორების წილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სასტუმროს დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ წარსულთან შედარებით ქართველებისთვის სვანეთში მოგზაურობა უფრო ჩვეულებრივ არჩევნად იქცა.

„ძალიან ბევრი ქართველი ვიზიტორი მყავს და მიხარია, რომ ქართველებმაც დაიწყეს სვანეთის მონახულება, იმიტომ რომ წლების წინ ეს შეუძლებელი იყო. ზოგადად ვთვლი, რომ ტურიზმი არის ცოცხალი ორგანიზმი, რასაც განვითარება სჭირდება და ამ განვითარების საფუძველზე ალბათ მეტი და მეტი ქართველი ვიზიტორი გვეყოლება. აღარ იქნება ის, რომ ქართველებს ყველაზე ძალიან უკვირდათ, რომ სვანეთში როგორ ჩამოვიდეთო. მინდა, რომ ეს კითხვები საერთოდ აღარ არსებობდეს და ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სურვილი გაუჩნდება, არ ჰქონდეს შიში იმის, თუ როგორ ჩამოვიდეს“, - ამბობს ის.

გირგვლიანის შეფასებით, ვიზიტორების მოთხოვნებიც შეიცვალა. თუ ადრე ტურისტებისთვის გიდის მოძებნა და მარშრუტების დაგეგმვა დამატებით სირთულეს წარმოადგენდა, დღეს ეს მიმართულება გაცილებით ორგანიზებულია. მისივე თქმით, სვანეთში ვიზიტორები უკვე წინასწარ დაგეგმილი პროგრამით ჩადიან და ინტერესდებიან არა მხოლოდ მესტიით, არამედ უშგულითა და სხვა სოფლების ტურისტული შესაძლებლობებით.

რაც შეეხება სასტუმროს განვითარებას, ანა გირგვლიანის თქმით, უახლოეს პერიოდში როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის დამატებითი გასართობი შესაძლებლობების შექმნა იგეგმება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კვლავ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 30 სტატია.

  • POLITICO: მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აძლიერებს თავდასხმებს ევროპის კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და იარაღის ქარხნებზე, ნატოს ქვეყნები კვლავ ფრთხილობენ ისეთი მკაცრი ნაბიჯების გადადგმისგან, რომლებმაც შესაძლოა კრემლის პროვოცირება გამოიწვიოსიმედი
  • AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდატვ პირველი
  • შათირიშვილი: AFD-ის აკრძალვაზე საუბარი კვლავ გააქტიურდა და მსგავსი შინაარსის განცხადება რამდენიმე დღის წინ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა. მისი თქმით, AFD-ს აკრძალვის პროცედურები რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოსრუსთავი 2
  • სომხეთში ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის დაკავების შემდეგ კრემლი ერევანს კვლავ ემუქრებაფორმულა
კვლავ →

მსგავსი სტატიები

სახაზინო ობლიგაციების ბაზარს საქართველოში ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს - სებ

სახაზინო ობლიგაციების ბაზარს საქართველოში ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს - სებ

BM.GE

Trump Tower Tbilisi-ის პროექტი უძრავი ქონების სექტორის ზრდის ახალი ეტაპია|მარიამ ქვრივიშვილი

Trump Tower Tbilisi-ის პროექტი უძრავი ქონების სექტორის ზრდის ახალი ეტაპია|მარიამ ქვრივიშვილი

BM.GE

სირიაში საწვავის ფასის მკვეთრ გაზრდას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა

სირიაში საწვავის ფასის მკვეთრ გაზრდას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა

BM.GE

62-სართულიანი 𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿-ი თამამი განაცხადია, რომელიც თბილისს ახალ მიზიდულობას შესძენს|ირაკლი კობახიძე

62-სართულიანი 𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿-ი თამამი განაცხადია, რომელიც თბილისს ახალ მიზიდულობას შესძენს|ირაკლი კობახიძე

BM.GE