მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. იმედი გვაქვს, თითოეულ დეტალს საქმიანად განვიხილავთ - კობახიძე აშშ-სთან მოლაპარაკებებზე
იმედი გვაქვს, თითოეულ დეტალს საქმიანად განვიხილავთ - კობახიძე აშშ-სთან მოლაპარაკებებზე

იმედი გვაქვს, თითოეულ დეტალს საქმიანად განვიხილავთ - კობახიძე აშშ-სთან მოლაპარაკებებზე

BM.GE15 მაისი, 2026, 16:55|bm.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობების განახლებისთვის მაისის ბოლოსთვის დაგეგმილი განხილვების ფარგლებში დეტალებზე სამიანი საუბარი შედგება. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ის ამ შეხვედრას ინტერესით ელოდება, თუმცა ამერიკულ მხარესთან განხილვების საკითხებისა და ფორმატის შესახებ დეტალებს არ აკონკრეტებს.

„ჩვენთვის საინტერესოა, რომ ბოლო დროს ამერიკელ პარტნიორებთან გახშირებული კომუნიკაცია. მე პირადად მქონდა ზარი ბატონ მარკო რუბიოსთან, იგეგმება შემდგომი კომუნიკაცია კონკრეტული დეტალების განხილვა - ამაზე ვართ ჩვენ კონცენტრირებული.

იქნება კომუნიკაცია, დანარჩენს სათანადო დროს გაიგებთ. დეტალებზე გვექნება საუბარი თვის ბოლომდე. ასეთია წინასწარი განაცხადი, რომ ჩვენ მაისის ბოლომდე კონკრეტული ფორმატის ფარგლებში უნდა განვიხილოთ კონკრეტული დეტალები. ვნახოთ, ინტერესით დაველოდებით ამ ყველაფერს. ჩვენი მხრიდან გამოხატულია მკაფიო პოზიციას, მზად ვართ განვიხილოთ ყველა დეტალი და კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან. ეს ჩვენთვის ერთადერთი ნიშანია იმის, რომ ურთიერთობები თვისებრივად განახლდა ურთიერთობები - ამაზე ვართ ორიენტირებული. იმედი გვაქვს, თითოეულ დეტალს საქმიანად განვიხილავთ, რაც შემდგომში სტრატეგიული პარტნიორობის განახლების საფუძველი უნდა გახდეს“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე - ჩამოვა თუ არა ამერიკელების დელეგაცია თბილისში, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ „ამ დეტალებს წინასწარ ვერ გავასაჯაროებთ“.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • ბიბილაშვილი: როგორ ოპოზიციას ისურვებდა „ოცნება“, ისეთსაც, როგორიც ირაკლი კობახიძის მამა იყო გამსახურდიას დროს?ტვ პირველი
  • კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეშიფორმულა
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →იმედის →

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE