მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. IMF იპოთეკური დაკრედიტების გამარტივებასა და შიდა განვადებების სქემებში რისკებს ხედავს - რეკომენდაცია
IMF იპოთეკური დაკრედიტების გამარტივებასა და შიდა განვადებების სქემებში რისკებს ხედავს - რეკომენდაცია

IMF იპოთეკური დაკრედიტების გამარტივებასა და შიდა განვადებების სქემებში რისკებს ხედავს - რეკომენდაცია

BM.GE12 ივნისი, 2026, 21:11|bm.ge

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე იპოთეკურ სესხებზე რეგულაციების შემსუბუქებასა და დეველოპერების შიდა განვადებების სქემებში გარკვეულ რისკებს ხედავს.

როგორც IMF-ის მიერ მომზადებულ საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვის ანგარიშშია ნათქვამი, ბოლო პერიოდში დეველოპერების მიერ კვაზი-იპოთეკური სესხების გაცემა სწრაფად გაიზარდა, რის საპასუხოდაც ეროვნულმა ბანკმა იპოთეკურ სესხებზე რეგულაციები შეარბილა.

ფონდი აღნიშნავს, რომ იპოთეკურ დაკრედიტებაზე სტანდარტების შემსუბუქებამ შესაძლოა, ფინანსური სტაბილურობის რისკები შექმნას. აქედან გამომდინარე, სავალუტო ფონდმა გასცა რეკომენდაცია, რომ დეველოპერებზე ეროვნული ბანკის ზედამხედველობა გაფართოვდეს, იმ შემთხვევაში თუკი მათი საქმიანობა ფინანსურ შუამავლობად ჩაითვლება.

„უძრავი ქონების დეველოპერებისთვის საბანკო სექტორის მიერ სესხების გაცემა სტაბილურია, თუმცა დეველოპერების მიერ ვალუტის ობლიგაციების გამოშვება და კვაზი-იპოთეკური სესხების გაცემა სწრაფად გაიზარდა, თუმცა უძრავი ქონების ფასები სტაბილური იყო. რეგულირებადი საბანკო კრედიტისკენ აქტივობის გადამისამართების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა დროებით შეამცირა დეველოპერების კაპიტალის მოთხოვნები ბიზნეს სესხებისა და საყოფაცხოვრებო იპოთეკური სესხების მისაღებად. ბანკებში დეველოპერების მიმართ არსებული შიდა ლიმიტების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ეს ძირითადად ხელს შეუწყობს იპოთეკური სესხების გაცემას.

სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა გააფრთხილეს [ხელისუფლება], რომ იპოთეკურ სესხებზე სტანდარტების შემსუბუქებამ შესაძლოა, ფინანსური სტაბილურობის რისკები შექმნას, განსაკუთრებით საცხოვრებელი ბინების ფასების მკვეთრი კორექტირების შემთხვევაში. იპოთეკური სესხებზე სტანდარტების შემსუბუქების ნაცვლად, IMF-მა რეკომენდაცია გაუწია ეროვნული ბანკის ზედამხედველობის გაფართოებას დეველოპერებზე, რათა აღმოიფხვრას მარეგულირებელი ხარვეზები, თუ მათი საქმიანობა ფინანსურ შუამავლობად ჩაითვლება“, - აღნიშნავს სავალუტო ფონდი ანგარიშში.

IMF-ის ანგარიშში მოცემულია თავად საქართველოს ხელისუფლების პოზიცია აღნიშნულ საკითხზე, სადაც ნათქვამია, რომ დეველოპერები არ კლასიფიცირდებიან ფინანსურ შუამავლებად.

„მათ [ხელისუფლებამ] ასევე ხაზი გაუსვეს იმას, რომ დეველოპერები არ კლასიფიცირდებიან, როგორც ფინანსური შუამავლები და რომ განვადებით გადახდის სქემები ტექნიკურად არ კვალიფიცირდება სესხებად, რაც ზღუდავს ეროვნული ბანკის მარეგულირებელ უფლებამოსილებას“, - ნათქვამია ანგარიშში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE