მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. IMF-ის მიერ საქართველოს ეკ.ზრდის პროგნოზის ორჯერ გაზრდა, მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკითაა განპირობებული | მინისტრის მოადგილე
IMF-ის მიერ საქართველოს ეკ.ზრდის პროგნოზის ორჯერ გაზრდა, მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკითაა განპირობებული | მინისტრის მოადგილე

IMF-ის მიერ საქართველოს ეკ.ზრდის პროგნოზის ორჯერ გაზრდა, მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკითაა განპირობებული | მინისტრის მოადგილე

BM.GE13 ოქტომბერი, 2026, 19:32|bm.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, IMF-ის მიერ მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის უკვე ორჯერ გაზრდა, მათ შორის, განპირობებულია საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკით. ვახტანგ ცინცაძის შეფასებას ეკონომიკის სამინისტრო აქვეყნებს.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ოქტომბრის თვის მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 7.2%-ს შეადგენს, რაც წინა, ივნისის პროგნოზთან შედარებით 0,7 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებას ნიშნავს, ხოლო აპრილის პროგნოზთან შედარებით 1,9 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს 2026 წელს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გლობალურად - ჩვენი ეკონომიკური ზრდა აჭარბებს როგორც ევროკავშირის კანდიდატი, ასევე ევროკავშირის ქვეყნების და ჩვენი სამეზობლო ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების მაჩვენებელს 2,8-ჯერ აღემატება. ზოგადად, საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,5%-ს შეადგენს და წინა პროგნოზთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელიც გაუმჯობესებულია“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აქცენტს აკეთებს, რომ 2026-31 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მიხედვით, ასევე ლიდერი იქნება ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის. ამასთან, 2021-26 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო - ეკონომიკური ზრდის ამ ტემპით მოცემულ წლებში საქართველო მეოთხე ადგილს იკავებს.

„შესაბამისად, ყოველივე აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის პოლიტიკა, რასაც საქართველოს მთავრობა ატარებს - ერთი მხრივ სტრუქტურული რეფორმების განხორციელების, მეორე მხრივ კი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების კუთხით, საშუალებას გვაძლევს, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპები შევინარჩუნოთ. ეს საბოლოო ჯამში, ასახულია არაერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის თუ საკრედიტო რეიტინგის შეფასებებში და, რაც ყველაზე მთავარია, აისახება ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდაში“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 219 სტატია.

  • პრემიერ-მინისტრი უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდარუსთავი 2
  • მანაგაძე რუსულ ემბარგოზე: პრობლემები მამაცაშვილის და ივანიშვილის ძმის კომპანიებს რომ შექმნოდათ, მინისტრი უკვე მოსკოვში იჯდებოდატვ პირველი
  • გერმანიის საგარეო მინისტრი: გერმანია სრულ მხარდაჭერას უცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკისფორმულა
  • 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, რომ კორუფციისკენ უბიძგებ – კობახიძენეტგაზეთი
მინისტრი →მოადგილე →

მსგავსი სტატიები

რა ცვლილებები შევა „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში - დეტალები

რა ცვლილებები შევა „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში - დეტალები

BM.GE

აზერბაიჯანის სკოლებში ჰიჯაბის აკრძალვამ საპროტესტო ტალღა გამოიწვია

აზერბაიჯანის სკოლებში ჰიჯაბის აკრძალვამ საპროტესტო ტალღა გამოიწვია

BM.GE

კრწანისში წინანაურის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს - პროექტის ბიუჯეტი ₾2 მილიონია

კრწანისში წინანაურის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს - პროექტის ბიუჯეტი ₾2 მილიონია

BM.GE

დღეისთვის 17 000-მდე მევენახემ 263 ათასი ტონა ყურძენი ჩააბარა | ღვინის ეროვნული სააგენტო

დღეისთვის 17 000-მდე მევენახემ 263 ათასი ტონა ყურძენი ჩააბარა | ღვინის ეროვნული სააგენტო

BM.GE