მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. IMF-მა გლობალური ზრდის პროგნოზი 3%-მდე შეამცირა და უფრო მაღალ ინფლაციას ელის|ანგარიში
IMF-მა გლობალური ზრდის პროგნოზი 3%-მდე შეამცირა და უფრო მაღალ ინფლაციას ელის|ანგარიში

IMF-მა გლობალური ზრდის პროგნოზი 3%-მდე შეამცირა და უფრო მაღალ ინფლაციას ელის|ანგარიში

BM.GE9 ივლისი, 2026, 17:09|bm.ge

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) 2026 წლისთვის გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მცირედით, 3%-მდე შეამცირა, აპრილის 3.1%-იანი პროგნოზიდან.

ივლისის ანგარიშის (World Economic Outlook Update) მიხედვით, მსოფლიო ეკონომიკისთვის კვლავაც მნიშვნელოვან რისკებად რჩება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი, საერთაშორისო ვაჭრობის ფრაგმენტაცია და ხელოვნური ინტელექტის მიმართ ბაზრის მოლოდინების შესაძლო კორექტირება.

ფონდის განცხადებით, მსოფლიო ეკონომიკამ უფრო მკვეთრი ვარდნა თავიდან აიცილა, რადგან ხელოვნურ ინტელექტსა და სხვა ტექნოლოგიებზე გაზრდილმა მოთხოვნამ ნაწილობრივ დააბალანსა ომის შედეგად ენერგომომარაგების მკვეთრი შემცირების უარყოფითი გავლენა.

IMF-ის პროგნოზით, 2027 წელს გლობალური ეკონომიკური ზრდა 3.4%-მდე დაჩქარდება, თუმცა ეს მაჩვენებელი მაინც ჩამორჩება 2024 და 2025 წლებში დაფიქსირებულ საშუალო 3.5%-იან ზრდას. აღსანიშნავია, რომ აქამდე 2027 წლისთვის პროგნოზი 3.2% იყო.

ინფლაციის პერსპექტივა ნაკლებად ოპტიმისტურია. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2026 წლისთვის ინფლაციის საერთო მაჩვენებლის პროგნოზი აპრილის შეფასებასთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით, 4.7%-მდე გაზარდა და აღნიშნა, რომ 2027 წელს ინფლაცია 3.9%-მდე უნდა შემცირდეს. ფონდის შეფასებით, ენერგომატარებლების ფასები ამჟამად 25%-ით უფრო მაღალია, ვიდრე 28 თებერვალს ომის დაწყებამდე იყო, და მოსალოდნელია, რომ კვლავაც მაღალ დონეზე შენარჩუნდება.

ახალი პროგნოზი, რომელიც 10 ივნისის მონაცემებზეა დაფუძნებული, ეფუძნება ვარაუდს, რომ ჰორმუზის სრუტე ივლისის შუა რიცხვებიდან ეტაპობრივად გაიხსნება, ხოლო საზღვაო გადაზიდვები თანდათან აღდგება და 2027 წლის მარტისთვის ომამდელ დონეს დაუბრუნდება. პროგნოზი ასევე ითვალისწინებს, რომ ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე 89 აშშ დოლარი იქნება.

საერთაშორისო ვაჭრობის ზრდა, IMF-ის პროგნოზით, 2026 წელს მკვეთრად შენელდება და 2025 წლის 5%-დან 3.5%-მდე შემცირდება, ხოლო 2027 წელს გლობალური ვაჭრობის ზრდა 4.3%-მდე უნდა აღდგეს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"სამშენებლო სტანდარტები მოძველებულია, გასული საუკუნის მონაცემებს ეფუძნება" - გეოლოგი თბილისის სანიაღვრეების პრობლემაზე

"სამშენებლო სტანდარტები მოძველებულია, გასული საუკუნის მონაცემებს ეფუძნება" - გეოლოგი თბილისის სანიაღვრეების პრობლემაზე

BM.GE

ქვეყანამ, "ოცნების" პოლიტიკით სტრატეგიული პარტნიორები რომ დაკარგა, საიდან უნდა განახორციელოს [ანაკლიის პორტში] ინვესტიციები? - ხოკრიშვილი

ქვეყანამ, "ოცნების" პოლიტიკით სტრატეგიული პარტნიორები რომ დაკარგა, საიდან უნდა განახორციელოს [ანაკლიის პორტში] ინვესტიციები? - ხოკრიშვილი

BM.GE

ახალი კანონები საქართველოში დამოუკიდებელ სამოქალაქო ჯგუფებს აზიანებს - Human Rights Watch

ახალი კანონები საქართველოში დამოუკიდებელ სამოქალაქო ჯგუფებს აზიანებს - Human Rights Watch

BM.GE

რუსული ფქვილის იმპორტი შემცირდა - 1 ტონის საშუალო ფასი გაიზარდა

რუსული ფქვილის იმპორტი შემცირდა - 1 ტონის საშუალო ფასი გაიზარდა

BM.GE