მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნავთობის ფასი ბარელზე 88 დოლარამდე გაიზარდა
ნავთობის ფასი ბარელზე 88 დოლარამდე გაიზარდა

ნავთობის ფასი ბარელზე 88 დოლარამდე გაიზარდა

BM.GE16 აგვისტო, 2026, 20:42|bm.ge

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი გაიზარდა - მატება უკავშირდება ახლო აღმოსავლეთში, ჰორმუზის სრუტეში კრიზისის სწრაფად დასრულების მოლოდინების შემცირებას და ამ მხრივ გაურკვევლობის მატებას.

Brent-ის ფასი ბარელზე $88-მდე ავიდა, რაც წინა სესიასთან შედარებით 1.67%-ით მეტია. ამასთან, WTI-ის სექტემბრის ფიუჩერსები ბარელზე $82-მდე გაიზარდა. მისი ფასი წინა სესიასთან შედარებით 1.42%-ით არის მომატებული.

ფასებზე გავლენას ახდენს ჰორმუზის სრუტეში საზღვაო გადაზიდვების მნიშვნელოვანი შემცირებაც. არსებული მონაცემებით, სრუტეში ამჟამად დღეში 15-ზე ნაკლები გემი გადის, მაშინ როდესაც კონფლიქტამდე ეს მაჩვენებელი დაახლოებით 130 გემს შეადგენდა.

ჰორმუზის სრუტე მსოფლიოში ნავთობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო მარშრუტია და კონფლიქტამდე მასზე გლობალური ნავთობის მიწოდების დაახლოებით 20% მოდიოდა.

ბაზრის მონაწილეების შეფასებით, ირანს, ომანსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური შეთანხმების სწრაფად მიღწევის პერსპექტივებთან დაკავშირებით არსებული სკეპტიციზმი ნავთობის ფასებში რისკის პრემიას ინარჩუნებს. სატრანზიტო შეზღუდვების ხანგრძლივად გაგრძელების შემთხვევაში კი ბაზარზე მიწოდების რისკები კვლავ მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ნავთობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 62 სტატია.

  • ნავთობის ახალი მარშრუტები - ყაზახეთი ექსპორტის გაზრდას საქართველოს გავლით გეგმავსრუსთავი 2
  • ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-სუფსის მარშრუტებით დაინტერესდა - გამოიყენებს თუ არა ასტანა ნავთობის ექსპერტისთვის ამ მიმართულებებს. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • ყაზახეთი ნავთობის ექსპორტისთვის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის მარშრუტებს განიხილავსფორმულა
  • ოფიციალურად, შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ „ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნესტვ პირველი
ნავთობის →დოლარი →

მსგავსი სტატიები

"გადასახური მასალა 3 თვე სპეციალურად გელათისთვის გერმანიაში იქსოვებოდა" - დროებითი კომიტეტის განცხადება

"გადასახური მასალა 3 თვე სპეციალურად გელათისთვის გერმანიაში იქსოვებოდა" - დროებითი კომიტეტის განცხადება

BM.GE

ბათუმის მერია ახალ სსიპ-ს ქმნის, რომლის მთავარი ფუნქცია მშენებლობის ნებართვების გაცემა იქნება

ბათუმის მერია ახალ სსიპ-ს ქმნის, რომლის მთავარი ფუნქცია მშენებლობის ნებართვების გაცემა იქნება

BM.GE

რუსული მედია აფხაზეთში, სოჭსა და კრასნოდარის მხარეში საწვავის დეფიციტზე წერს

რუსული მედია აფხაზეთში, სოჭსა და კრასნოდარის მხარეში საწვავის დეფიციტზე წერს

BM.GE

უკრაინული დრონების შეტევა მოსკოვის ოლქზე - დაზიანდა Wildberries-ის კიდევ ერთი საწყობი

უკრაინული დრონების შეტევა მოსკოვის ოლქზე - დაზიანდა Wildberries-ის კიდევ ერთი საწყობი

BM.GE