მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ინდონეზიის საფონდო ბირჟა 1998 წლის შემდეგ ყველაზე მკვეთრად დაეცა
ინდონეზიის საფონდო ბირჟა 1998 წლის შემდეგ ყველაზე მკვეთრად დაეცა

ინდონეზიის საფონდო ბირჟა 1998 წლის შემდეგ ყველაზე მკვეთრად დაეცა

BM.GE17 ოქტომბერი, 2026, 04:42|bm.ge

ინდონეზიის საფონდო ინდექსი პარასკევს 11.4%-ით დაეცა, რაც 1998 წლის იანვრის შემდეგ ქვეყნის ისტორიაში დაფიქსირებული ყველაზე მასშტაბური ერთდღიანი ვარდნა აღმოჩნდა.

როგორც ირკვევა, ბაზრის კოლაფსი საკონსულტაციო კომპანია MSCI-ის მოულოდნელ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც ინდონეზიისთვის „განვითარებადი ბაზრის“ (Emerging Market) სტატუსის ჩამორთმევის პროცესი დაიწყო. აღსანიშნავია, რომ სავაჭრო სესიის დასაწყისში ინდექსის ვარდნა იმდენად დაჩქარდა, რომ ბირჟაზე ოპერაციების 30 წუთით შეჩერება გახდა აუცილებელი.

აღსანიშნავია, რომ ფინანსური დარტყმა ქვეყნის უმსხვილესმა საბანკო ინსტიტუტებმა მიიღეს. კერძოდ, Bank Central Asia-ის, Bank Rakyat Indonesia-ისა და Bank Mandiri-ის აქციების ფასი თითქმის 15%-ით შემცირდა. პარალელურად, მკვეთრად გაუფასურდა ეროვნული ვალუტა რუპიაც, რომლის კურსმა ერთ აშშ დოლართან მიმართებით 18,070 შეადგინა და ისტორიულ მინიმუმს, 18,190-იან ნიშნულს მიუახლოვდა.

ცნობისთვის, MSCI ინდონეზიის „ავტონომიური ბაზრის“ (Standalone Market) კატეგორიაში გადაყვანას გეგმავს, რაც ადრე მოსალოდნელ „სასაზღვრო ბაზრის“ (Frontier Market) სტატუსზე უარესი შეფასებაა. ეს ნაბიჯი საერთაშორისო ინვესტორების მიერ მართული პროდუქტების პორტფელებიდან ქვეყნის ამოღებას და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უმსხვილესი ეკონომიკიდან მილიარდობით დოლარის გადინებას გამოიწვევს. სტატუსის ოფიციალურად დაქვეითების შემთხვევაში, ინდონეზია აზია-წყნარი ოკეანის რეგიონიდან ერთადერთი ქვეყანა იქნება, რომელიც არგენტინის, ლიბანის, პალესტინისა და უკრაინის გვერდით აღმოჩნდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორი ფინანსური მოლოდინი აქვს ExxonMobil-ს?

როგორი ფინანსური მოლოდინი აქვს ExxonMobil-ს?

BM.GE

Porsche-მ ახალი კონცეპტუალური სუპერქარი Mission S წარადგინა

Porsche-მ ახალი კონცეპტუალური სუპერქარი Mission S წარადგინა

BM.GE

G7 AI-თ მართული კიბერთავდასხმების მოსაგერიებლად ერთობლივ სწავლებებს გამართავს

G7 AI-თ მართული კიბერთავდასხმების მოსაგერიებლად ერთობლივ სწავლებებს გამართავს

BM.GE

Nike-ის ახალი მთავარი სახე მაიკლ ოლისე გახდება

Nike-ის ახალი მთავარი სახე მაიკლ ოლისე გახდება

BM.GE