
InexPay მომხმარებლებს საერთაშორისო საბანკო და საბარათე გადარიცხვებს სთავაზობს
ფინანსური აპლიკაცია InexPay მომხმარებლებს საერთაშორისო საბანკო და საბარათე გადარიცხვების სრულად დისტანციურად განხორციელების შესაძლებლობას სთავაზობს.
სერვისი 50 ქვეყნის მიმართულებით არის ხელმისაწვდომი და მომხმარებლებს თანხის სწრაფად, უსაფრთხოდ, მარტივად და მინიმალური საკომისიოთი გაგზავნის შესაძლებლობას აძლევს.
InexPay-ის საშუალებით საბანკო გადარიცხვების განხორციელება შესაძლებელია მსოფლიოს გარშემო. მათ შორის: ევროპის ქვეყნებში SEPA სისტემით, ასევე უკრაინაში, უზბეკეთში, თურქეთში, მოლდოვაში, კანადაში და აზიის ქვეყნებში: ჩინეთში, ინდოეთში, ბანგლადეშში, ნეპალში, ინდონეზიაში, პაკისტანში, ფილიპინებსა და შრილანკაში.
ამასთან, უზბეკეთის მიმართულებით მომხმარებლებს თანხის გაგზავნა Humo-სა და Uzcard-ის საბანკო ბარათებზეც შეუძლიათ, რაც ადგილობრივი გადახდის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული მეთოდია. ამ სერვისით სარგებლობა მომხმარებლებს ექსკლუზიურად მხოლოდ InexPay-ში შეუძლიათ. უნდა ითქვას, რომ დღეს ბაზარზე პრაქტიკულად არ არსებობს სხვა აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს ამდენ ქვეყანაში უნიკალური გადარიცხვების განხორციელების შესაძლებლობას სთავაზობს ერთ სივრცეში, თანაც მინიმალური საკომისიოთი და უმოკლეს დროში.
ჩინეთის მიმართულებით InexPay დამატებით გადარიცხვის რამდენიმე არხს აერთიანებს. მომხმარებლებს თანხის გაგზავნა შეუძლიათ როგორც UnionPay-ის საბანკო ბარათებზე, ისე AliPay-ის ელექტრონულ საფულეებში, რაც საერთაშორისო ანგარიშსწორებას კიდევ უფრო მოქნილსა და მოსახერხებელს ხდის.
სერვისი სრულად დისტანციურად მუშაობს, რაც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო გადარიცხვები ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, მხოლოდ სმარტფონის გამოყენებით შეასრულონ. აპლიკაციაში ასევე ხელმისაწვდომია სხვა ფინანსური სერვისებიც, მათ შორის საერთაშორისო ფულადი გზავნილები, ვალუტის კონვერტაცია, კომუნალური გადახდები და საფულის შევსება.
InexPay საერთაშორისო ფინანსური სერვისების განვითარებას აგრძელებს და მომხმარებლებს სხვადასხვა ქვეყნის საბანკო სისტემებსა და გადახდის არხებზე წვდომას ერთიანი ციფრული პლატფორმის საშუალებით სთავაზობს.
გადმოწერეთ აპლიკაცია: InexPay
BM.GE
წყარო: bm.ge