მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ინფრასტრუქტურის მინისტრი ბიზნესს მოუწოდებს, ტექნიკურ საშუალებებში და კადრების გადამზადებაში მეტი ინვესტიცია ჩადოს
ინფრასტრუქტურის მინისტრი ბიზნესს მოუწოდებს, ტექნიკურ საშუალებებში და კადრების გადამზადებაში მეტი ინვესტიცია ჩადოს

ინფრასტრუქტურის მინისტრი ბიზნესს მოუწოდებს, ტექნიკურ საშუალებებში და კადრების გადამზადებაში მეტი ინვესტიცია ჩადოს

BM.GE28 აპრილი, 2026, 03:06|bm.ge

"როდესაც ნდობის დაბრუნებაზე ვსაუბრობ, იგულისხმება, პირველ რიგში, სახელმწიფო, ჩვენი სისტემა და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ვიყოთ გამჭვირვალეები და ყველა ტენდერი იყოს აბსოლუტურად თავისუფალი, მაგრამ კომპანიებმაც, კერძო სექტორმაც უნდა დაიბრუნოს ეს ნდობა," - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ "რუსთავი 2-ის" გადაცემა "დებატებში".

მისივე თქმით, კერძო კომპანიებმა მეტი ფული უნდა დახარჯონ ტექნიკური საშუალებების გაუმჯობესებასა და კადრების გადამზადებაში.

"ინფრასტრუქტურას, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, არ ვაშენებთ ვიღაცის დასანახად. ჩვენ, ყველამ ერთად უნდა გავიაზროთ, რომ ეს ინფრასტრუქტურა უნდა მოემსახუროს თაობებს. ჩვენ არ ვართ იმდენად მდიდარი ქვეყანა და მგონი, არც მდიდარი ქვეყნები არ მისცემენ თავს იმის უფლებას, რომ უყაირათოდ ვხარჯოთ ფული. შესაბამისად, როდესაც ნდობის დაბრუნებაზე ვსაუბრობ, იგულისხმება, პირველ რიგში, სახელმწიფო, ჩვენი სისტემა და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ვიყოთ გამჭვირვალეები და ყველა ტენდერი იყოს აბსოლუტურად თავისუფალი, მაგრამ კომპანიებმაც, კერძო სექტორმაც უნდა დაიბრუნოს ეს ნდობა.

მე ხშირად მითქვამს, რომ ჩვენ ვუყურებთ კერძო სექტორს, როგორც ჩვენს პარტნიორებს და ჩვენ ერთად უნდა მივაღწიოთ ამ შედეგს, თუმცა კერძო სექტორმაც თავის თავზე უნდა იმუშაოს - ბოდიში ასეთი გამოთქმისთვის. მინდა, რომ კერძო სექტორის წარმომადგენლები მეტ ინვესტიციას ახდენდნენ საკუთარი ტექნიკური საშუალებების გაუმჯობესებაში, მეტ ფულს ხარჯავდნენ, თუნდაც, კადრების გადამზადებაში," - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 183 სტატია.

  • ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ატანას პეკანოვს შეხვდარუსთავი 2
  • ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდატვ პირველი
  • პენიტენციურის გენერალურმა დირექტორმა მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართაფორმულა
  • 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, რომ კორუფციისკენ უბიძგებ – კობახიძენეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE