მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ინფრასტრუქტურის მინისტრმა მსოფლიო ბანკთან ახალი ინიციატივების ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობები განიხილა|სამინისტრო
ინფრასტრუქტურის მინისტრმა მსოფლიო ბანკთან ახალი ინიციატივების ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობები განიხილა|სამინისტრო

ინფრასტრუქტურის მინისტრმა მსოფლიო ბანკთან ახალი ინიციატივების ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობები განიხილა|სამინისტრო

BM.GE30 აპრილი, 2026, 17:36|bm.ge

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მსოფლიო ბანკის მაღალჩინოსნებს შეხვდა, სადაც ახალი ინფრასტრუქტურული ინიციატივების ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის მდგრადი განვითარების რეგიონული დირექტორი სამეჰ ნაგიბ ვაჰბა, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი როლანდ პრაისი და წყალმომარაგებისა და წყალარინების სპეციალისტი სვენ შლუმბერგერი ესწრებოდა. გარდა ამისა, შეხვედრაში მონაწილეობა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებმა მზია გიორგობიანმა და გიორგი კობერიძემ მიიღეს, ასევე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ ბესიკ ჯიქურაულმა.

შეხვედრაზე რევაზ სოხაძემ სტუმრებს სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ყურადღება გაამახვილა მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც რეგიონებში თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

მხარეებმა დეტალურად განიხილეს წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმართულებით არსებული და სამომავლო პროექტები და იმსჯელეს ახალი ინფრასტრუქტურული ინიციატივების დაფინანსების შესაძლო მექანიზმებზე. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა მსოფლიო ბანკის როლი საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში და შეჯამდა უკვე განხორციელებული პროექტების შედეგები.

რევაზ სოხაძემ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს მრავალწლიანი თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, კიდევ უფრო გააღრმაონ პარტნიორობა და უზრუნველყონ როგორც მიმდინარე, ისე დაგეგმილი პროექტების ეფექტიანი განხორციელება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 183 სტატია.

  • ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ატანას პეკანოვს შეხვდარუსთავი 2
  • ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდატვ პირველი
  • პენიტენციურის გენერალურმა დირექტორმა მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართაფორმულა
  • 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, რომ კორუფციისკენ უბიძგებ – კობახიძენეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE