
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026 წლის ექვსი თვის ბიუჯეტი 104%-ით აითვისა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სამინისტრომ 2026 წლის პირველი 6 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი 104%-ით შეასრულა.
სამინისტრომ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მილიარდ 33 მილიონი ლარი მიმართა, რითაც ბიუჯეტის გეგმას (996.9 მილიონი ლარი) 36.6 მილიონი ლარით გადააჭარბა.
"საანგარიშო პერიოდში სამინისტროს მართვაში არსებული უწყებების მიერ ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გაგრძელდა საგზაო, წყალმომარაგების, საგანმანათლებლო, ტურისტული და სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელება.
2026 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში საავტომობილო გზების დეპარტამენტმა აითვისა 638.1 მილიონი ლარი, რაც გეგმის 106%-ს შეადგენს; საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა – 250.5 მილიონი ლარი, რაც გეგმის 99%-ია; საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ – 140.3 მილიონი ლარი, რაც გეგმის 104%-ს შეადგენს,"- წერს ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ თუ უშუალოდ რომელ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტში ბიუჯეტის ათვისების რა მაჩვენებლებია ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ 2026 წლის 20 ივლისს გამოქვეყნდება.
BM.GE
წყარო: bm.ge