მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Intel-მა ისრაელური კვანტური კომპანია $2.2 მილიარდად შეიძინა
Intel-მა ისრაელური კვანტური კომპანია $2.2 მილიარდად შეიძინა

Intel-მა ისრაელური კვანტური კომპანია $2.2 მილიარდად შეიძინა

BM.GE28 ოქტომბერი, 2026, 01:20|bm.ge

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Intel-მა კვანტური გამოთვლითი პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ისრაელური კომპანია Classiq-ი $2.2 მილიარდად შეისყიდა.

ისრაელის ბაზარზე Intel-ისთვის ეს Mobileye-ის $15.3 მილიარდად შეძენის შემდეგ რიგით მეორე ყველაზე მასშტაბური ტრანზაქციაა და ამ ნაბიჯით კომპანია ოპერაციული სისტემების ახალ ბაზარზე შედის.

დარგის ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს სტრატეგია Google-ის მიერ სმარტფონების ეპოქაში Android-ის ისტორიულ შესყიდვას ჰგავს. მიღწეული შეთანხმებით, თელ-ავივში დაფუძნებული სტარტაპი კვანტური ტექნოლოგიების მიმართულებით Intel-ის გლობალურ ცენტრად გარდაიქმნება.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Classiq-ი საკუთარ თავს კვანტური სამყაროს Microsoft-ს უწოდებს. კომპანიამ შექმნა ოპერაციული სისტემა, რომელიც სხვადასხვა ტიპის კვანტურ კომპიუტერზე რთული ალგორითმების შესრულებას უზრუნველყოფს. Classiq-ის პროგრამული უზრუნველყოფა სპეციალიზებულ პროცესორებზე მუშაობს და იონურ, ფოტონურ თუ ზეგამტარ სისტემებთან სრულ თავსებადობას ინარჩუნებს.

ამ პლატფორმას თავისი ავტომობილების სიმულაციისთვის BMW იყენებს, საბანკო სექტორში კი თაღლითობის გამოსავლენად HSBC და Intesa Sanpaolo მიმართავენ. ამას გარდა, დასახელებულ სისტემას Citibank-ი, Deloitte-ი, Rolls Royce-ი და 600-ზე მეტი აკადემიური ინსტიტუტი აქტიურად იყენებს.

ცნობისთვის, Classiq-ი 2020 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ ჯამურად $200 მილიონის მოზიდვა შეძლო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა მოლოდინებს აჭარბებს“ – TBC Capital

„საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა მოლოდინებს აჭარბებს“ – TBC Capital

BM.GE

ბრაზილიაში ლულას გამარჯვების შემდეგ Citigroup-მა და BCA Research-მა ქვეყნის აქტივების შეფასება შეამცირეს

ბრაზილიაში ლულას გამარჯვების შემდეგ Citigroup-მა და BCA Research-მა ქვეყნის აქტივების შეფასება შეამცირეს

BM.GE

მარიამ ქვრივიშვილი Tether-ის თავმჯდომარეს, მთავარ აქციონერს ჯანკარლო დევაზინისა და დელეგაციის წევრებს შეხვდა - სამინისტრო

მარიამ ქვრივიშვილი Tether-ის თავმჯდომარეს, მთავარ აქციონერს ჯანკარლო დევაზინისა და დელეგაციის წევრებს შეხვდა - სამინისტრო

BM.GE

რუსეთს სასურსათო პროდუქციის ექსპორტის აკრძალვაზე გაცილებით ძლიერი იარაღი აქვს - გაზი|რომან გოცირიძე

რუსეთს სასურსათო პროდუქციის ექსპორტის აკრძალვაზე გაცილებით ძლიერი იარაღი აქვს - გაზი|რომან გოცირიძე

BM.GE