მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ინტელიექსპრესის საერთაშორისო გადარიცხვები უკვე სრულიად ციფრულად!
ინტელიექსპრესის საერთაშორისო გადარიცხვები უკვე სრულიად ციფრულად!

ინტელიექსპრესის საერთაშორისო გადარიცხვები უკვე სრულიად ციფრულად!

BM.GE20 ივლისი, 2026, 21:13|bm.ge

საერთაშორისო ფულადი გზავნილების პირველმა ქართულმა სისტემამ, ინტელიექსპრესმა საკუთარი სერვისები სრულად გააციფრულა და InexPay-ის ვებ გვერდისა და მობილური აპლიკაციის საშუალებით ხელმისაწვდომი გახადა. ამიერიდან, მომხმარებლებისთვის საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, ფილიალში ვიზიტის გარეშე, ხელმისაწვდომია საერთაშორისო ფულადი გზავნილები, ასევე საბანკო და საბარათე გადარიცხვები 50-ზე მეტ ქვეყანაში. ტრანზაქციები სრულდება მომენტალურად, უსაფრთხოდ და რაც მთავარია - სპეციალური, ყველაზე კონკურენტული ტარიფებითა და ვალუტის გაცვლის საუკეთესო კურსით.

InexPay-ის მარტივი პლატფორმის მეშვეობით, მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ გადარიცხონ თანხა საბანკო ანგარიშზე საქართველოდან ევროპის ქვეყნებში SEPA სისტემით ან განახორციელონ საბანკო და საბარათე გადარიცხვა აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის: უკრაინაში, უზბეკეთში, ჩინეთში, თურქეთში, ინდოეთში, ინდონეზიაში, კანადაში და სხვა. ასევე, მოახდინონ ვალუტის კონვერტაცია საუკეთესო კურსით. ციფრული ტრანსფორმაციის შედეგად, საერთაშორისო ფინანსური სერვისებით სარგებლობა მომხმარებლებისთვის უფრო სწრაფი, მარტივი და კომფორტული გახდა.

ინტელიექსპრესი საერთაშორისო ლიცენზიის მქონე პირველი ქართული ფულადი გზავნილების სისტემაა, რომელიც ბაზარზე 19 წელია ოპერირებს. მრავალწლიანი გამოცდილებით, მაღალი სანდოობითა და მასშტაბური ქსელით გამოირჩევა. ინტელიექსპრესის საერთაშორისო გადახდების სპექტრი მოიცავს ყველა იმ პროდუქტს, რომელიც ცნობილია ფულადი გზავნილების სისტემებისთვის, ამასთან, ზოგიერთი პროდუქტი სწორედ ინტელიექსპრესის საშუალებით გავრცელდა და გახდა პოპულარული ფულადი გზავნილების ბაზარზე. ფინანსური ტექნოლოგიების ახალი სინთეზი კიდევ ერთხელ ადასტურებს ინტელიექსპრესის მთავარ პრიორიტეტს - გახადოს ფინანსების მართვა უფრო მარტივი, ხელმისაწვდომი და მორგებული თანამედროვე მომხმარებლის დინამიურ ცხოვრებაზე.

გადმოწერეთ აპლიკაცია: InexPay

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 103 სტატია.

  • შპს ბლექ სი პეტროლიუმი: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო - ამით კომპანიამ წარმატებით დაასრულა რუსული ნავთობის ჩანაცვლებაიმედი
  • ჩვენთვის და პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ სრულად პატივს ვცემ ამას - შალვა პაპუაშვილირუსთავი 2
  • მამუკა მდინარაძის პრესსამსახური ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე: სრული აბსურდიაფორმულა
  • რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯიტვ პირველი
სრულად →

მსგავსი სტატიები

Uber-მა თანამშრომელთა 10%-ის გათავისუფლება გადაწყვიტა

Uber-მა თანამშრომელთა 10%-ის გათავისუფლება გადაწყვიტა

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE

4 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

4 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

BM.GE

ირანის ეკონომიკური კრიზისი ბოლო ათწლეულების უმძიმეს ნიშნულამდე გაღრმავდა

ირანის ეკონომიკური კრიზისი ბოლო ათწლეულების უმძიმეს ნიშნულამდე გაღრმავდა

BM.GE