მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა - თბილისის მერია
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა - თბილისის მერია

ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა - თბილისის მერია

BM.GE25 მაისი, 2026, 20:37|bm.ge

ბოლო დღეებში მოსული უხვი და ინტენსიური ნალექის გამო, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში დაზიანდა სპორტული და საგზაო ინფრასტრუქტურა.

თბილისის მერია იმ რაიონების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც უხვმა ნალექმა სირთულეები შექმნა: გლდანის, კრწანისის, ვაკის, ჩუღურეთისა და ისნის რაიონებში ადგილი ჰქონდა ფერდის ჩამოშლის, გრუნტის დამჭერი კედლის, განათების ბოძებისა და ხეების წაქცევის ფაქტებს.

ადგილობრივმა გამგეობამ დროებითი საცხოვრებელი ფართები შესთავაზა ისნის რაიონში, წულუკიძის ქუჩაზე მცხოვრებ სამ ოჯახს, უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით.

უამინდობამ განსაკუთრებული პრობლემები შექმნა გლდანის რაიონში. მდინარე გლდანულას ადიდებამ, ანდრონიკაშვილის, წყაროსა და თამარ მეფის ქუჩებზე გამოიწვია მიწის მასის ჩამოშლა, დაზიანდა სპორტული მოედანი, მდინარემ წაიღო განათების ბოძი. თამარ მეფის ქუჩაზე დაზიანებულია ბუნებრივი აირის მილი, რომლის აღდგენის სამუშაოები უკვე დაწყებულია.

უამინდობის გამო დაიტბორა მუხიანის აგარაკებზე რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც. დროებითი საცხოვრებელი ფართი გლდანის გამგეობამ შესთავაზა მუხურას ქუჩის ერთ მცხოვრებს, რომლის საცხოვრებელიც მნიშვნელოვნად დაზიანდა.

ყველა მისამართზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერიისა და გამგეობების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, რაიონების გამგებლები. მიმდინარეობს ზარალის აღწერა, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და დაზარალებული მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 175 სტატია.

  • თბილისში ქორწილში კაცი მოკლესნეტგაზეთი
  • თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლესფორმულა
  • დღეს, რიგით მეორე "თბილისის ფინანსური სამიტი" იწყებარუსთავი 2
  • „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - თბილისში დღეს აქცია გაიმართებატვ პირველი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE