მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ინციდენტებისას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს თავის დაცვა ძალიან უჭირთ"- რა ხარვეზია კანონში?
"ინციდენტებისას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს თავის დაცვა ძალიან უჭირთ"- რა ხარვეზია კანონში?

"ინციდენტებისას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს თავის დაცვა ძალიან უჭირთ"- რა ხარვეზია კანონში?

BM.GE5 ივლისი, 2026, 16:27|bm.ge

“შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონი პრაქტიკაში გარკვეულ გამოწვევებს ქმნის. სპეციალისტები განმარტავენ, რომ კანონმდებლობა ბუნდოვნად განსაზღვრავს „პასუხისმგებლობის ვერტიკალს“ და ხშირ შემთხვევაში, ინციდენტის დადგომის დროს გამოძიება მთელ ტვირთს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს აკისრებს.

შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საკონსულტაციო კომპანია LSS-ის დამფუძნებელი დავით ნანობაშვილი “საქმის კურსთან” ინტერვიუში განმარტავს, რომ აუცილებელია სფეროს მარეგულირებელ კანონში ცვლილებები შევიდეს და მკაფიოდ გაიმიჯნოს პასუხისმგებლობები მენეჯმენტსა და სპეციალისტს შორის.

„რეალურად ყველას ჰგონია, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც პოლიციურ ზედამხედველობას უწევს სამუშაო ობიექტს, აკონტროლებს ყველა ადამიანის ქცევას, თუმცა ჩვენს პრაქტიკაშიც არის ისეთი ობიექტები, სადაც თანამშრომელთა რაოდენობიდან გამომდინარე, ფიზიკურად შეუძლებელია, რომ ყველა ადამიანის კონტროლი ამ ადამიანმა შეძლოს.

ინციდენტი ხშირ შემთხვევებში შეიძლება იყოს მძიმე, კიდურების მოტეხილობით დაწყებული, დამთავრებული ფატალური ინციდენტით. რეალურად პასუხისმგებლობის ვერტიკალი კანონში ცალსახად გაწერილი არ არის. კანონი გვეუბნება, რომ პასუხისმგებლობის ქვეშ დგება ერთი - კომპანიის დირექტორი, მეორე - შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, თუმცა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პასუხისმგებლობის ნაწილი ცოტა ბუნდოვანია, რადგან სპეციალისტი არ არის გადაწყვეტილების მიმღები პირი. იგი უბრალოდ გასცემს რეკომენდაციას. შესაბამისად, თუ მისი აღსრულება არ მოხდა ან არ გამოიყო სათანადო ბიუჯეტი, შეუძლებელია მან დამოუკიდებლად რამე გადაწყვეტილება მიიღოს.

რადიკალურად განსხვავებული შემთხვევაა, თუ საქმე მიდის უკვე საგამოძიებო ორგანოში... ინციდენტები ჯერ თვითონ გამოძიებისთვისაც ახალია. შესაბამისად, გამოძიება კლასიკურად ეძებს დამნაშავეს, ვისი ბრალეულობით მოხდა კონკრეტული ინციდენტი. ამ დროს ძალიან უჭირთ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს თავის დაცვა, რადგან ერთი, რომ ეს არის დაკავშირებული ძალიან დიდ „ქაღალდომანიასთან“, რომლის წარმოების ვალდებულებაც შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს აქვს, თუმცა ყველას არ აქვს ამის კვალიფიკაცია, რადგან ეს გარდა პროფესიული ცოდნისა, გარკვეულწილად მოითხოვს სამართლებრივ განათლებასაც, რომ სწორად შეძლოს ამ დოკუმენტების წარმოება. ამიტომ ნებისმიერი ინციდენტის დროს, რომელიც ეხება მძიმე და ფატალურ შემთხვევას, შრომის უსაფრთხოების მენეჯერი დგება საკმაოდ დიდი გამოწვევის წინაშე, თუ როგორ დაიძვრინოს თავი ამ ყველაფრისგან. საბოლოო ჯამში, ეს გადაიზრდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში მაღალი რგოლის მენეჯმენტის და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დაპირისპირებად, რომელიც რა თქმა უნდა, სპეციალისტის წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩენით მთავრდება.

კანონში უნდა იყოს ვერტიკალი, ვინ რა შემთხვევაში აგებს პასუხს. ცალსახად, რომ ნებისმიერი ინციდენტი არის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ბრალი, აბსურდია, რადგან როგორც წეღან ვახსენე, არის ობიექტები, სადაც იმდენი დასაქმებული მუშაობს, რომ ფიზიკურად შეუძლებელია ერთმა მენეჯერმა ამდენი ადამიანის ქცევა აკონტროლოს”, - აცხადებს დავით ნანობაშვილი “საქმის კურსთან” ინტერვიუში.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"შთაბეჭდილება მრჩება, რომ კანონი ჯარიმებისთვის მიიღეს" - გიდი სავალდებულო სერტიფიცირებაზე

"შთაბეჭდილება მრჩება, რომ კანონი ჯარიმებისთვის მიიღეს" - გიდი სავალდებულო სერტიფიცირებაზე

BM.GE

"საკმაოდ კარგი მესიჯები გვქონდა" - არჩილ გაჩეჩილაძე ინვესტორების ინტერესის ზრდაზე

"საკმაოდ კარგი მესიჯები გვქონდა" - არჩილ გაჩეჩილაძე ინვესტორების ინტერესის ზრდაზე

BM.GE

დააკავეს პირი, რომელიც სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან 12 000 ლარზე მეტს დაეუფლა

დააკავეს პირი, რომელიც სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან 12 000 ლარზე მეტს დაეუფლა

BM.GE

"Nutrimax ყაზახეთი" - ქართული კომპანიის პირველი წარმომადგენლობა ცენტრალურ აზიაში|როგორია მიზნები?

"Nutrimax ყაზახეთი" - ქართული კომპანიის პირველი წარმომადგენლობა ცენტრალურ აზიაში|როგორია მიზნები?

BM.GE