მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. იქამდეც მივალთ, რომ აფხაზეთს მსოფლიოს ყველა ქვეყანა აღიარებს - დე ფაქტო პრეზიდენტი
იქამდეც მივალთ, რომ აფხაზეთს მსოფლიოს ყველა ქვეყანა აღიარებს - დე ფაქტო პრეზიდენტი

იქამდეც მივალთ, რომ აფხაზეთს მსოფლიოს ყველა ქვეყანა აღიარებს - დე ფაქტო პრეზიდენტი

BM.GE5 ივნისი, 2026, 20:31|bm.ge

ოკუპირებულ აფხაზეთში მომავალში მსოფლიოს ყველა ქვეყნის მიერ აღიარების მოლოდინი აქვთ, - ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმზე დასწრებისას, ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ განუცხადა.

„როგორც იცით, ჩვენი რესპუბლიკის არასრული აღიარება დროებითი უთანხმოებაა. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ცალსახად მივალთ იქამდე, რომ მსოფლიოს ყველა დანარჩენი ქვეყანაც [აფხაზეთს] აბსოლუტურად აღიარებს. სხვაგვარად არ იქნება. ეს ნაკარნახევია არა რაიმე დარიგებებით ან ზეწოლით, არამედ უბრალოდ კანონებით, რომლებიც ჯერ არავის გაუუქმებია“, - განაცხადა გუნბამ. დე ფაქტო მმართველმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის განვითარებისკენ სწრაფვის ფონზე, სხვა ქვეყნები „იძულებულნი იქნებიან ამ რეალობას შეეგუონ“.

„დარწმუნებული ვარ, რომ აქამდე აუცილებლად მივალთ“, - დაასკვნა გუნბამ.

სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი წელს 3-დან 6 ივნისამდე იმართება.

ცნობისთვის, 4 ივნისს, ქ. ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მე-80 სესიის ფარგლებში, საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ჯამში 68 ქვეყნის მიერ ინიციირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ მიიღო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, რეზოლუციას 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. 8 კი რეზოლუციის მოწინააღმდეგე იყო.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს", - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აფხაზეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 34 სტატია.

  • თენგიზ შარმანაშვილი ნაურუს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებაზე: ეს ცალსახად არის ჩვენი საგარეო უწყების მუშაობის შედეგი - ამ ხელისუფლების დროს არც ერთი ქვეყანა არ დამატებია, მაგრამ გამოაკლდა იმ ქვეყნებს, რომლებმაც თავის დროზე საქართველოს ეს ორი ტერიტორია აღიარეს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოებიიმედი
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსფორმულა
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსტვ პირველი
  • ნაურუს მთავრობა: ნაურუს რესპუბლიკამ დაუყოვნებლივ შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთანრუსთავი 2
აფხაზეთის →პრეზიდენტი →

მსგავსი სტატიები

„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს

„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს

BM.GE

17 ავტომობილის შეძენის დაპირებით, ბრალდებულები 450 900 დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ - პროკურატურა

17 ავტომობილის შეძენის დაპირებით, ბრალდებულები 450 900 დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ - პროკურატურა

BM.GE

ახლო აღმოსავლეთში განახლებული დაძაბულობა ინფლაციურ წნეხს ზრდის, ხოლო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელია - თიბისი კაპიტალი

ახლო აღმოსავლეთში განახლებული დაძაბულობა ინფლაციურ წნეხს ზრდის, ხოლო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელია - თიბისი კაპიტალი

BM.GE

ნატურალური მინერალური წყალი „ბახმარო“ ალუმინის ქილაში - ახალი გამოცდილება

ნატურალური მინერალური წყალი „ბახმარო“ ალუმინის ქილაში - ახალი გამოცდილება

BM.GE