
ირაკლი ბურჭულაძემ მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის პოსტიდან სამეთვალყურეო საბჭოში გადაინაცვლა
ირაკლი ბურჭულაძემ მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორის პოსტიდან სამეთვალყურეო საბჭოში გადაინაცვლა.
ამის შესახებ BMG-ის სახელმწიფო კომპანიაში განუცხადეს, საიდანც წერილობით მოგვწერეს, რომ ირაკლი ბურჭულაძე მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის თანამდებობას პირადი განცხადების საფუძველზე 2026 წლის 1 ივნისიდან აღარ იკავებს.
"ირაკლი ბურჭულაძე, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის კურორტების განვითარებაში, აგრძელებს მუშაობას აღნიშნულ სექტორში - 2026 წლის 8 ივნისიდან ირაკლი ბურჭულაძე მთის ტრასების სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. ამასთანავე, იგი აირჩიეს საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად", - ნათქვამია MTA-ის წერილობით პასუხში.
ირაკლი ბურჭულაძის გარდა, მთის ტრასების სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოში არიან: ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ნიკოლოზ ქინქლაძე მალეევ [ესპანეთის მოქალაქე].
შეგახსენებთ: ირაკლი ბურჭულაძის ხელმძღვანელობით მთის ტრასების სააგენტოს საქმიანობა ხშირად იყო მთის ბიზნესის კრიტიკის საგანი, თუმცა თავად სახელმწიფო კომპანიაში მის მუშაობას დადებითად აფასებენ.
მივმართავ მარიამ ქვრივიშვილს-არ მუშაობს მთის ტრასების სააგენტო და დასაკეტია|მირანდა ესაკიას არგუმენტები
მთის ტრასების სააგენტოში დასაქმებულებს საშინელ პირობებში უწევთ მუშაობა - მირანდა ესაკია
"ირაკლი ბურჭულაძის ხელმძღვანელობით საქართველომ წარმატებით უმასპინძლა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში.
მისი მმართველობის პერიოდში ბაკურიანსა და გუდაურში მოწყობილმა ახალმა ინფრასტრუქტურამ კურორტებს საშუალება მისცა შემდგომ წლებშიც ემასპინძლათ მსოფლიო თასის ეტაპებისთვის, ხოლო სვანეთი ფრირაიდის მსოფლიო ტურის მასპინძელი გახდა", - აცხადებენ კომპანიაში.
ცნობისთვის: მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის მოვალეობას ამჟამად ლევან დარსალია ასრულებს.
BM.GE
წყარო: bm.ge