მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირაკლი კობახიძე 5 მინისტრთან ერთად ტაჯიკეთში გაემგზავრა
ირაკლი კობახიძე 5 მინისტრთან ერთად ტაჯიკეთში გაემგზავრა

ირაკლი კობახიძე 5 მინისტრთან ერთად ტაჯიკეთში გაემგზავრა

BM.GE19 ივნისი, 2026, 10:35|bm.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დუშანბეს საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი კოხირ რასულზოდა დახვდება.

"ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ტაჯიკ კოლეგასთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.

საქართველოს მთავრობის მეთაურს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლებს ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ემომალი რახმონი. შეხვედრის შემდეგ ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ტაჯიკეთის რესპუბლიკის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან.

ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან", - წერია მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-რელიზში.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძე სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გასულ კვირას ყირგიზეთში იმყოფებოდა.

როგორია ეკონომიკური კავშირები ტაჯიკეთთან, სადაც ავტომობილების რეექსპორტი 400%-ზე მეტად გაიზარდა

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ყირგიზეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი - საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზრების რეიტინგი

ყირგიზეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი - საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზრების რეიტინგი

BM.GE

საქართველოს მელიორაცია მდინარე იორის აუზში წყლის ნაკადის მატების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

საქართველოს მელიორაცია მდინარე იორის აუზში წყლის ნაკადის მატების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

BM.GE

მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას

მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას

BM.GE

"გაიარე მეტი უსაფრთხოდ" - "თეგეტა მოტორსის" საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში

"გაიარე მეტი უსაფრთხოდ" - "თეგეტა მოტორსის" საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში

BM.GE