მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დასაქმება შემცირდა, რადგან სოცდაუცველთა დასაქმების "უსარგებლო პროგრამა" დასრულდა
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დასაქმება შემცირდა, რადგან სოცდაუცველთა დასაქმების "უსარგებლო პროგრამა" დასრულდა

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დასაქმება შემცირდა, რადგან სოცდაუცველთა დასაქმების "უსარგებლო პროგრამა" დასრულდა

BM.GE25 მაისი, 2026, 17:11|bm.ge

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობის კლება სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამის გაუქმებას უკავშირდება. ის ამ პროგრამას "უსარგებლოს" უწოდებს.

ასე უპასუხა კობახიძემ BMG-ის კითხვას რატომ შემცირდა 2025 წელს და 2026 წლის I კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა. ამას გარდა, კობახიძე 4-წლიან სახელმწიფო პროგრამას, რომელზეც ბიუჯეტიდან ასობით მილიონი ლარი დაიხარჯა უსარგებლოს უწოდებს.

"[დასაქმებულთა შემცირება] არის მთლიანად ფორმალური და ამას აქვს ერთი კონკრეტული მიზეზი, რაც არის ის, რომ არსებობდა სოციალური დახმარების ჩანაცვლების პროგრამა და 30 ათასი ადამიანი იყო რეალურად ფიქტიურად დასაქმებული. სინამდვილეში ისინი დასაქმებულად ითვლებოდნენ, მაგრამ იღებდნენ ისევ სოციალურ დახმარებას. ასეთი იყო დაახლოებით 30 ათასი ადამიანი, ეს პროგრამა გაუქმდა, რაც აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი იყო, რადგან ფიქტიური იყო. ამან დაახლოებით 29 ათასით დასაქმებულთა შემცირება გამოიწვია. რეალურად დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება, მხოლოდ ეს ერთი ფაქტორი განაპირობებს ფორმალურ შემცირებას. გავაუქმეთ უსარგებლო პროგრამა და ამით ფორმალურად 29 ათასით შემცირდა დასაქმებულთა მაჩვენებელი. დანარჩენი დასაქმება პირიქით გაზრდილია", - აცხადებს კობახიძე.

2025 წელს სოცდაუცველების დასაქმების 300-ლარიანი პროგრამის ბიუჯეტი 112.8 მლნ ლარი იყო, 2024 წელს - 109 მლნ ლარი, 2023 წელს - 107,3 მლნ, 2022 წელს კი 48.1 მლნ იყო. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის ამოქმედებიდან 2024 წლის ჩათვლით, ჯამში, სახელმწიფოს 39 707 სოციალურად დაუცველი ჰყავს დასაქმებული.

ვრცლად ამ თემაზე: "ხელოვნურად შექმნილ სამუშაოზე დასაქმებულები" - რა ბედი ელის 200 ათასზე მეტი ადამიანის სოცდაუცველის სტატუს

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • ბიბილაშვილი: როგორ ოპოზიციას ისურვებდა „ოცნება“, ისეთსაც, როგორიც ირაკლი კობახიძის მამა იყო გამსახურდიას დროს?ტვ პირველი
  • კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეშიფორმულა
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE