მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტში მიიღებს მონაწილეობას
ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტში მიიღებს მონაწილეობას

ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტში მიიღებს მონაწილეობას

BM.GE11 ნოემბერი, 2026, 17:26|bm.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, 11-12 ნოემბერს, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დუბლინში გაიმართება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 11 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოვა საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში დაგეგმილ დისკუსიაზე და ევროპის არქიტექტურაში საქართველოს როლზე ისაუბრებს.

12 ნოემბერს ირაკლი კობახიძე, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, დაესწრება EPC-ის მე-9 სამიტის გახსნით პლენარულ სესიას, ასევე მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატის პანელურ დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირლანდიაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 203 სტატია.

  • ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს ღია წერილით მიმართავსტვ პირველი
  • კობახიძე: ჩინური ბიზნესისთვის ხელსაყრელ პირობებს მომავალშიც შევქმნითფორმულა
  • ირაკლი კობახიძე ბრიუსელში "ევრონიუსის" მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობასრუსთავი 2
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

“ბიოგრაფი ლივინგი“ ისანში  ახალ პროექტს იწყებს, რომლის კონცეფციაზე ნიდერლანდური არქიტექტურული კომპანია Mecanoo იმუშავებს

“ბიოგრაფი ლივინგი“ ისანში  ახალ პროექტს იწყებს, რომლის კონცეფციაზე ნიდერლანდური არქიტექტურული კომპანია Mecanoo იმუშავებს

BM.GE

„გაზის ონკანები დაკეტილ მდგომარეობაში დატოვეთ“ - დიღმის მასივში 3 875 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება

„გაზის ონკანები დაკეტილ მდგომარეობაში დატოვეთ“ - დიღმის მასივში 3 875 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება

BM.GE

ალდაგის სამოგზაურო დაზღვევის მასშტაბური გათამაშება დასრულდა - პარიზის საგზურის მფლობელი გამოვლინდა

ალდაგის სამოგზაურო დაზღვევის მასშტაბური გათამაშება დასრულდა - პარიზის საგზურის მფლობელი გამოვლინდა

BM.GE

რა თანხები მიიმართება 2027 წლის ბიუჯეტიდან საჯარო სამსახურში ხელფასების ზრდისთვის სამინისტროებზე?

რა თანხები მიიმართება 2027 წლის ბიუჯეტიდან საჯარო სამსახურში ხელფასების ზრდისთვის სამინისტროებზე?

BM.GE