მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. “ბიოგრაფი ლივინგი“ ისანში ახალ პროექტს იწყებს, რომლის კონცეფციაზე ნიდერლანდური არქიტექტურული კომპანია Mecanoo იმუშავებს
“ბიოგრაფი ლივინგი“ ისანში ახალ პროექტს იწყებს, რომლის კონცეფციაზე ნიდერლანდური არქიტექტურული კომპანია Mecanoo იმუშავებს

“ბიოგრაფი ლივინგი“ ისანში ახალ პროექტს იწყებს, რომლის კონცეფციაზე ნიდერლანდური არქიტექტურული კომპანია Mecanoo იმუშავებს

BM.GE11 ნოემბერი, 2026, 17:32|bm.ge

“ბიოგრაფი ლივინგი“ ისანში კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს იწყებს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 500 მილიონი აშშ დოლარია. ახალი პროექტის არქიტექტურულ კონცეფციას საერთაშორისო ნიდერლანდური არქიტექტურული კომპანია Mecanoo შეიმუშავებს. პარტნიორობის ფარგლებში მხარეებმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

პროექტი ისნის მეტროსადგურთან ახლოს, ქეთევან დედოფლის გამზირის №98-ში, ახლად შეძენილ, 7 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე განვითარდება. “ბიოგრაფი ლივინგი“ და Mecanoo-ს თანამშრომლობის მიზანია ახალ ლოკაციაზე თანამედროვე მრავალფუნქციური ურბანული გარემოს შექმნა, რომელიც საცხოვრებელ სივრცეებს, ყოველდღიურ სერვისებსა და საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურას გააერთიანებს. მემორანდუმის ხელმოწერას Mecanoo-ს წარმომადგენელი ნუნო ფონტარა დაესწრო.

„ჩვენი მიზანია, შევქმნათ გარემო, რომელიც ადამიანებს ცხოვრების უკეთეს ხარისხს შესთავაზებს და უბნის განვითარებასაც ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს. ისანში უკვე ვავითარებთ „ჰისნის“, ახალი პროექტით კი ამ ხედვას კიდევ უფრო ფართო მასშტაბს ვაძლევთ. Mecanoo-სთან პარტნიორობა აერთიანებს ჩვენს ამბიციას და საერთაშორისო არქიტექტურულ გამოცდილებას, რომლის ცენტრშიც ადამიანი და მისი ყოველდღიური საჭიროებებია. გვინდა, ეს ტერიტორია ქალაქის ორგანულ ნაწილად იქცეს - ადგილად, სადაც ცხოვრება, მუშაობა, დასვენება და ურთიერთობა ერთიან, გააზრებულ სივრცეში იქნება შესაძლებელი“, - აცხადებს “ბიოგრაფი ლივინგის“ აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ფხაკაძე.

ახალი პროექტი “ბიოგრაფი ლივინგისთვის“ ისანში მეორე მასშტაბური განაშენიანება იქნება. კომპანია ამავე უბანში, მეტროსადგურის მოპირდაპირე მხარეს, საცხოვრებელ პროექტ „ჰისნის“ ავითარებს, რომელიც ოთხ 36-სართულიან კოშკს აერთიანებს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 8 000 კვადრატული მეტრის რეკრეაციული ზონა, 40 000 კვადრატული მეტრის სავაჭრო ცენტრი, 25-მეტრიანი საცურაო აუზი, თანამედროვე ფიტნესდარბაზი, პადელის კორტები და კაფე-რესტორნები.

ახალი პროექტის არქიტექტურული პარტნიორი Mecanoo 1984 წელს ნიდერლანდების ქალაქ დელფტში დაარსდა. კომპანია აერთიანებს არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარების, ლანდშაფტისა და ინტერიერის დიზაინის მიმართულებებს. მისი მიდგომა ეფუძნება ადამიანების საჭიროებების, ადგილის კულტურული იდენტობისა და მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებას.

Mecanoo-ს საერთაშორისო პორტფოლიოშია ბირმინგემის ბიბლიოთეკა დიდ ბრიტანეთში, კაოსიუნგის მეტროსადგური ტაივანში, დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ნიდერლანდებში და სტავროს ნიარხოსის ფონდის ბიბლიოთეკა ნიუ-იორკში.

“ბიოგრაფი ლივინგის” ყველა პროექტი 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციით ვითარდება, რაც საცხოვრებელ გარემოსთან ახლოს ყოველდღიური ცხოვრებისათვის საჭირო ძირითადი სერვისებისა და ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობას გულისხმობს. კომპანია ამჟამად 10 მასშტაბურ პროექტს ავითარებს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 700 მილიონ დოლარს აღემატება. კომპანიის მიმდინარე პროექტების გაყიდვების მაჩვენებელი კი, 75%-ზე მეტია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 93 სტატია.

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა "2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების" პროექტს მხარი დაუჭირარუსთავი 2
  • საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებითტვ პირველი
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
პროექტი →იწყება →

მსგავსი სტატიები

„გაზის ონკანები დაკეტილ მდგომარეობაში დატოვეთ“ - დიღმის მასივში 3 875 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება

„გაზის ონკანები დაკეტილ მდგომარეობაში დატოვეთ“ - დიღმის მასივში 3 875 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება

BM.GE

ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტში მიიღებს მონაწილეობას

ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტში მიიღებს მონაწილეობას

BM.GE

ალდაგის სამოგზაურო დაზღვევის მასშტაბური გათამაშება დასრულდა - პარიზის საგზურის მფლობელი გამოვლინდა

ალდაგის სამოგზაურო დაზღვევის მასშტაბური გათამაშება დასრულდა - პარიზის საგზურის მფლობელი გამოვლინდა

BM.GE

რა თანხები მიიმართება 2027 წლის ბიუჯეტიდან საჯარო სამსახურში ხელფასების ზრდისთვის სამინისტროებზე?

რა თანხები მიიმართება 2027 წლის ბიუჯეტიდან საჯარო სამსახურში ხელფასების ზრდისთვის სამინისტროებზე?

BM.GE