მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირაკლი კობახიძე იურიდიული დახმარების სამსახურის ახლად დანიშნულ დირექტორს შეხვდა
ირაკლი კობახიძე იურიდიული დახმარების სამსახურის ახლად დანიშნულ დირექტორს შეხვდა

ირაკლი კობახიძე იურიდიული დახმარების სამსახურის ახლად დანიშნულ დირექტორს შეხვდა

BM.GE13 მაისი, 2026, 17:41|bm.ge

"ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იურიდიული დახმარების სამსახურის ახლად დანიშნულ დირექტორს ოთარ ჩახუნაშვილს შეხვდა.

ოთარ ჩახუნაშვილი დირექტორად ირაკლი კობახიძის ბრძანებით პირველი მაისიდან დაინიშნა.

შეხვედრის შესახებ ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

"იურიდიული დახმარების სამსახურის ახლად დანიშნულ დირექტორს ოთარ ჩახუნაშვილს შევხვდი.

სამსახურის ახალ ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშვნა მივულოცე და წარმატებები ვუსურვე.

ოთარ ჩახუნაშვილმა სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე დეტალური ინფორმაცია მომაწოდა.

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური მოქალაქეებისთვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

ოთარ ჩახუნაშვილი სამსახურის დირექტორად ჩემი ბრძანებით პირველი მაისიდან დაინიშნა. მას საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში ოთარ ჩახუნაშვილი იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი, თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, ასევე ხელმძღვანელობდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტს. ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი",- წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, "იურიდიული დახმარების შესახებ" კანონში შესული ცვლილებებით, იურიდიული დახმარების სამსახური ანგარიშვალდებული გახდა პრემიერ-მინისტრის წინაშე და მასვე მიენიჭა დანიშვნისა და მოხსნის დისკრეცია. განსხვავებით მანამდე მოქმედი კანონისგან, რომლითაც იურიდიული სამსახური არ ექვემდებარებოდა არცერთ სახელმწიფო ორგანოს და ანგარიშვალდებული იყო მხოლოდ პარლამენტის წინაშე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • ბიბილაშვილი: როგორ ოპოზიციას ისურვებდა „ოცნება“, ისეთსაც, როგორიც ირაკლი კობახიძის მამა იყო გამსახურდიას დროს?ტვ პირველი
  • კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეშიფორმულა
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →სამსახური →

მსგავსი სტატიები

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE