მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირაკლი კობახიძე სამ მინისტრთან ერთად ყაზახეთში გაემგზავრა
ირაკლი კობახიძე სამ მინისტრთან ერთად ყაზახეთში გაემგზავრა

ირაკლი კობახიძე სამ მინისტრთან ერთად ყაზახეთში გაემგზავრა

BM.GE29 ივნისი, 2026, 10:12|bm.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში 3 მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის თავმჯდომარეა.

"ყაზახეთის დამოუკიდებლობის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი უმასპინძლებს. დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ოლჟას ბეკტენოვთან. შეხვედრაში ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრები მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან", - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო

Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო

BM.GE

მთავრობამ დამატებით 164 ავტომობილის შესყიდვის ტენდერი გამოაცხადა

მთავრობამ დამატებით 164 ავტომობილის შესყიდვის ტენდერი გამოაცხადა

BM.GE

მწვანე არქიტექტურა: რატომ იქცა ენერგოეფექტურობა უძრავი ქონების „ოქროს სტანდარტად“?

მწვანე არქიტექტურა: რატომ იქცა ენერგოეფექტურობა უძრავი ქონების „ოქროს სტანდარტად“?

BM.GE