მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირაკლი კობახიძე სომხეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტს დაესწრება - ადმინისტრაცია
ირაკლი კობახიძე სომხეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტს დაესწრება - ადმინისტრაცია

ირაკლი კობახიძე სომხეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტს დაესწრება - ადმინისტრაცია

BM.GE3 მაისი, 2026, 15:31|bm.ge

ირაკლი კობახიძე ერევანში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში. აღნიშნულ ფორუმს წელს სომხეთი მასპინძლობს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში კობახიძე სიტყვით გამოვა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაზე. საუბრის მთავარი თემები იქნება დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება.

პრემიერ-მინისტრი დაესწრება სამიტის გახსნის პლენარულ სესიას. გარდა ამისა, დაგეგმილია მისი მონაწილეობა ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის (ECAD) მეორე შეხვედრაში, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები შეუერთდებიან.

ადმინისტრაცია წერს, რომ ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანისა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სახელით, სამიტის მონაწილე ლიდერების პატივსაცემად გაიმართება.

კობახიძე სომხეთში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც არიან: მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ჟორჟოლიანი.

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ფორმატი შეიქმნა 2022 წელს, როგორც პლატფორმა ლიდერებისთვის ევროკავშირის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, რათა შეხვდნენ და განიხილონ საერთო გამოწვევები. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ბოლო, მეშვიდე სამიტი დანიაში გაიმართამ რომელსაც კობახიძეც ესწრებოდა. იქამდე კი, მასპინძელი ალბანეთი იყო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • ბიბილაშვილი: როგორ ოპოზიციას ისურვებდა „ოცნება“, ისეთსაც, როგორიც ირაკლი კობახიძის მამა იყო გამსახურდიას დროს?ტვ პირველი
  • კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეშიფორმულა
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE