მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირაკლი კობახიძე თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა
ირაკლი კობახიძე თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა

ირაკლი კობახიძე თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა

BM.GE22 სექტემბერი, 2026, 14:23|bm.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების დადებით დინამიკაზე. აღინიშნა, რომ თურქეთი რჩება საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად.

უწყების ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივ სტრატეგიულ პროექტებზე, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონის განვითარებასა და დაკავშირებადობის გაძლიერებაში. ამ კონტექსტში აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობა, რომელიც ექსპლუატაციაში სრულად შევიდა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს თანამშრომლობა სატრანსპორტო და ენერგეტიკის სფეროებში.

"განვიხილეთ საქართველოსა და თურქეთს შორის მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა, უფრო გავაძლიეროთ ორმხრივი თანამშრომლობა საერთო ინტერესის სფეროებში” - დაწერა ირაკლი კობახიძემ X-ზე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 195 სტატია.

  • „დიალოგს შინაარსი გამოაცალეთ“ – ელჩი ჰერჩინსკი „ოცნების“ პრემიერ ირაკლი კობახიძეს პასუხობსფორმულა
  • კობახიძე ვისაც საჭიროა (ევროპაში) პირში ეუბნება ყველაფერს - ირაკლი კირცხალიატვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე ბრიუსელში "ევრონიუსის" მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობასრუსთავი 2
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
კობახიძე →თურქეთის →

მსგავსი სტატიები

რამდენად რეალურია, დენის იმპორტისას შუამავალი კომპანიების "ჩახსნამ" ტარიფი გააიაფოს?|სემეკის პასუხის BMG-ის

რამდენად რეალურია, დენის იმპორტისას შუამავალი კომპანიების "ჩახსნამ" ტარიფი გააიაფოს?|სემეკის პასუხის BMG-ის

BM.GE

მთავრობა ანაკლიის პორტის დაფინანსებას წელს ₾125 მილიონით ზრდის | 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი

მთავრობა ანაკლიის პორტის დაფინანსებას წელს ₾125 მილიონით ზრდის | 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი

BM.GE

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

BM.GE

"მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორებს ვუყურებთ"|როგორ აფასებს Fitch-ი სებ-ის დამოუკიდებლობას?

"მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორებს ვუყურებთ"|როგორ აფასებს Fitch-ი სებ-ის დამოუკიდებლობას?

BM.GE