მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირაკლი კობახიძემ სუსის ახალ უფროსად თამაზ ბორაშვილი წარადგინა
ირაკლი კობახიძემ სუსის ახალ უფროსად თამაზ ბორაშვილი წარადგინა

ირაკლი კობახიძემ სუსის ახალ უფროსად თამაზ ბორაშვილი წარადგინა

BM.GE14 სექტემბერი, 2026, 18:02|bm.ge

ირაკლი კობახიძემ სუსის ახალ უფროსად თამაზ ბორაშვილი წარადგინა , ის ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გეკა გელაძემ თანამდებობა დღეს დატოვა. მან განაცხადა, რომ პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად საქმიანობას სხვა უწყებაში გააგრძელებს.

შესაბამისი განცხადება კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ბორაშვილი სუსის უფროსის მოადგილედ მამუკა მდინარაძემ გასული წლის 4 სექტემბერს დანიშნა. იქამდე ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი იყო.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში მან მუშაობა ყველაზე დაბალი პოზიციიდან დაიწყო და კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გაიარა თანმიმდევრული კარიერული წინსვლა სხვადასხვა საფეხურზე. 2017-2022 წლებში თამაზ ბორაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში იკავებდა გენერალური ინსპექციის უფროსის პირველი მოადგილისა და გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობებს. 2022 წელს ის კვლავ დაბრუნდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სადაც იკავებდა სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსისა და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობებს. წელს კი დაინიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე თამაზ ბორაშვილი იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის პირველი კარიერული წარმომადგენელი, რომელიც დაიკავებს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის ხელმძღვანელის თანამდებობას, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სისტემის ინსტიტუციურ გაძლიერებაში. დარწმუნებული ვარ, საქართველოს პარლამენტი ნდობას გამოუცხადებს თამაზ ბორაშვილს. ბატონ თამაზ ბორაშვილს წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე“, - აღნიშნა კობახიძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა ინგლისის ბანკისგან $1.9 მილიარდის ოქროს დაბრუნება მოითხოვა

ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა ინგლისის ბანკისგან $1.9 მილიარდის ოქროს დაბრუნება მოითხოვა

BM.GE

ლილოს ნაგავსაყრელზე გამოვლენილი დარღვევებისთვის "თბილსერვისი" დააჯარიმეს

ლილოს ნაგავსაყრელზე გამოვლენილი დარღვევებისთვის "თბილსერვისი" დააჯარიმეს

BM.GE

NEXT-მა პრინსტონის უნივერსიტეტთან პარტნიორობა დაიწყო – 2027 წლიდან კომპანია არქიტექტურისა და დიზაინის სტუდენტებს უმასპინძლებს.

NEXT-მა პრინსტონის უნივერსიტეტთან პარტნიორობა დაიწყო – 2027 წლიდან კომპანია არქიტექტურისა და დიზაინის სტუდენტებს უმასპინძლებს.

BM.GE

"12 საერთაშორისო BPO კომპანიას ვუმასპინძლეთ. ერთ-ერთმა საქართველოში კომპანია დაარეგისტრირა" - ხიდურელი

"12 საერთაშორისო BPO კომპანიას ვუმასპინძლეთ. ერთ-ერთმა საქართველოში კომპანია დაარეგისტრირა" - ხიდურელი

BM.GE