მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობა გამჭვირვალედ მუშაობს და ყველა სამთავრობო აქტი ქვეყნდება
ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობა გამჭვირვალედ მუშაობს და ყველა სამთავრობო აქტი ქვეყნდება

ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობა გამჭვირვალედ მუშაობს და ყველა სამთავრობო აქტი ქვეყნდება

BM.GE26 ივნისი, 2026, 13:20|bm.ge

ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობა გამჭვირვალედ მუშაობს და ყველა სამთავრობო აქტი ქვეყნდება. მისივე თქმით, კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში არის პრინციპულად დამარცხებული. ამის შესახებ პრემიერმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობას 2021, 2022, 2023 წლის განკარგულებები ამ დრომდე არ აქვს გამოქვეყნებული. აღსანიშნავია, რომ 3-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს მთავრობამ განკარგულებების გამოქვეყნება 2024 წლის თებერვალში აღადგინა. თუმცა მანამდე გამოუქვეყნებელი განკარგულებები ამ დრომდე არაა საჯარო. მთავრობა მაშინ ირწმუნებოდა, რომ მთავრობის სხდომების შესახებ ინფორმაცია, რომელიც 3 წელი არ საჯაროვდება, მომავალში ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდებოდა. მაგრამ მას შემდეგ კიდევ ორი წელი გავიდა. არადა, საქართველოს მთავრობის რეგლამენტი მთავრობის ადმინისტრაციას პირდაპირ ავალდებულებს, მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებები, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული საკითხებისა, მიღებიდან ვებგვერდზე მაქსიმუმ სამ დღეში ატვირთოს.

„საქართველოს მთავრობა მუშაობს სრულად გამჭვირვალედ. ყველა სამთავრობო აქტი ქვეყნდება. გამჭვირვალობა არის ნებისმიერი მანკიერებისგან დაზღვევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. ჩვენ უარი ვთქვით სხვადასხვა არასწორ პრაქტიკაზე, როგორიც იყო, მაგალითად ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა. განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები სახელმწიფო საწარმოებში. მთლიანობაში, ეს ყველაფერი ემსახურებოდა ჩვენი მართვის სისტემაში კორუფციული პრაქტიკის ძირეულად აღმოფხვრას. ეს იყო ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა გასული ერთი წლის განმავლობაში. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ამ ძირეულ მიზანს არსებითად მივაღწიეთ.

კიდევ ერთხელ შემიძლია შევთავაზო ნებისმიერ ადამიანს, ოპონენტს თუ არაოპონენტს, წარმოადგინონ თუნდაც ერთი ფაქტი ამ საანგარიშო პერიოდიდან, გასული წლის ივნისიდან კორუფციასთან დაკავშირებით თუ არის რაიმე ეჭვები და თითოეული ჩვენგანი ბოლომდე ვაგებთ პასუხს. ასეთი კითხვა არაერთხელ დაისვა ჩემი მხრიდან, მათ შორის დებატების დრო, თუმცა ოპონენტებმა ვერცერთი ასეთი ფაქტი ვერ წარმოადგინეს, რაც ჩვენთვის არის იმის უტყუარი ნიშანი, რომ კორუფცია ხლისუფლების ზედა ეშელონებში არის პრინციპულად დამარცხებული. რა თქმა უნდა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არის საჭირო მუდმივ რეჟიმში, განსაკუთრებით ქვედა დონეზე და ბუნებრივია, მთავრობა საკუთარ ყურადღებას არც მომავალში მოადუნებს ამ მიმართულებით, თუმცა კიდევ ერთხელ თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში არის პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებული და ეს არის საქართველოს მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი გასული ერთი წლის განმავლობაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა

თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა

BM.GE

სერიოზული ინვესტიციები ხორციელდება იმისათვის, რომ ეკონომიკურ განვითარებას არ ჩამორჩეს სოფლის მეურნეობა|პრემიერი

სერიოზული ინვესტიციები ხორციელდება იმისათვის, რომ ეკონომიკურ განვითარებას არ ჩამორჩეს სოფლის მეურნეობა|პრემიერი

BM.GE

ვვარაუდობთ, რომ ვაზიანის აეროპორტის მშენებლობა 2027 წლის ბოლოდან დაიწყება - კობახიძე

ვვარაუდობთ, რომ ვაზიანის აეროპორტის მშენებლობა 2027 წლის ბოლოდან დაიწყება - კობახიძე

BM.GE

საგარეჯო-ბადიაურის 17-კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის გახსნა 2027 წლისთვის გადავადდა

საგარეჯო-ბადიაურის 17-კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის გახსნა 2027 წლისთვის გადავადდა

BM.GE