მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სერიოზული ინვესტიციები ხორციელდება იმისათვის, რომ ეკონომიკურ განვითარებას არ ჩამორჩეს სოფლის მეურნეობა|პრემიერი
სერიოზული ინვესტიციები ხორციელდება იმისათვის, რომ ეკონომიკურ განვითარებას არ ჩამორჩეს სოფლის მეურნეობა|პრემიერი

სერიოზული ინვესტიციები ხორციელდება იმისათვის, რომ ეკონომიკურ განვითარებას არ ჩამორჩეს სოფლის მეურნეობა|პრემიერი

BM.GE26 ივნისი, 2026, 14:00|bm.ge

"სერიოზული ინვესტიციები ხორციელდება იმისათვის, რომ ეკონომიკურ განვითარებას არ ჩამორჩეს კონკრეტულად სოფლის მეურნეობის განვითარება", - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ინვესტიციების შედეგია ის, რომ 2025 წელს აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება გაიზარდა 9%-ით და შეადგინა 19.8 მილიარდი ლარი.

"განხორციელდა მილიარდ 800 მილიონი დოლარის აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი ასამდე ქვეყანაში, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი. 10%-იანი ზრდა ჰქონდა ამ კუთხითაც გასული წლის განმავლობაში. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ექსპორტირებულია უკვე 577 მილიონი დოლარის პროდუქცია და ამ მონაკვეთში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გვაქვს 13.6%-იანი ზრდა", - განაცხადა პრემიერმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა სასოფლო-სამეურნეო სახელმწიფო პროგრამებზე, მათ შორის შეღავათიან აგროკრედიტზე, აგროდაზღვევაზე, "დანერგე მომავალზე"

"შეღავათიან აგროკრედიტზე გაიცა 945 მილიონი ლარის 5581 სესხი 4782 უნიკალურ ბენეფიციარზე.

აგროდაზღვევის პროგრამა: 4832 უნიკალურ ბენეფიციარზე გაიცა 8875 პოლისი. დაზღვეულ იქნა 8800 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი და 94 მილიონი ლარის ღირებულების სხვადასხვა კულტურა. სახელმწიფო თანადაფინანსებამ შეადგინა 7 მილიონ ლარზე მეტი.

ასევე პროექტი "დანერგე მომავალი" აქტიურად ხორციელდება და 416 უნიკალური ბენეფიციარი დაფინანსდა 492 მილიონი ლარით, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსებამ შეადგინა 27 მილიონი ლარი. მხარდაჭერამ მოიცვა 2560 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი.

ასევე ხორციელდებოდა გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი. 13 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა ხელშეკრულება, ინვესტიციამ შეადგინა 14.4 მილიონი ლარი, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება იყო 4 მილიონ 300 ათასი ლარი.

აღარ ჩამოვთვლი ყველა პროგრამას. ეს არის მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა, კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაფინანსების პროგრამა, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა, მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა... და მრავალი სხვა პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს მთლიანად ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებას. არის მასშტაბური ინვესტიციები, რაც ხორციელდება თითოეული ამ მიმართულებით", - განაცხადა მან.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

₾40 მილიონზე მეტი, რომელიც არასწორად იხარჯებოდა, ჩაბრუნდება რკინიგზის განვითარებაში ყოველწლიურ ჭრილში - კობახიძე

₾40 მილიონზე მეტი, რომელიც არასწორად იხარჯებოდა, ჩაბრუნდება რკინიგზის განვითარებაში ყოველწლიურ ჭრილში - კობახიძე

BM.GE

პენსიონერთა რაოდენობა 24 200-ით გაიზარდა, რაც პენსიის კიდევ უფრო მეტად ზრდის საშუალებას გვიმცირებს - პრემიერი

პენსიონერთა რაოდენობა 24 200-ით გაიზარდა, რაც პენსიის კიდევ უფრო მეტად ზრდის საშუალებას გვიმცირებს - პრემიერი

BM.GE

დევნილებისთვის კორპუსები 3 ქალაქში შენდება - რამდენი ოჯახს გადაეცემა ბინები?

დევნილებისთვის კორპუსები 3 ქალაქში შენდება - რამდენი ოჯახს გადაეცემა ბინები?

BM.GE

ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე სახელმწიფო ბიუჯეტის 1/3 მოდის - პრემიერი

ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე სახელმწიფო ბიუჯეტის 1/3 მოდის - პრემიერი

BM.GE