მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსად შემოსავლების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი დაინიშნა
გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსად შემოსავლების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი დაინიშნა

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსად შემოსავლების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი დაინიშნა

BM.GE10 აგვისტო, 2026, 19:11|bm.ge

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში საკადრო ცვლილებაა. უწყების უფროსის პოსტზე ლევან ჯღარკავა პაატა კილაძემ შეცვალა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება როტაციული ხასიათისაა და ჯღარკავა საქმიანობას სამინისტროს სისტემაშივე გააგრძელებს.

ცვლილება პრემიერის ბრძანებით გასულ კვირას აისახა და ეს bm.ge-მ მაშინაც დაწერა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი შეიცვალა - მიზეზი უცნობია

მინისტრმა ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს უკვე წარუდგინა და ყურადღება გაამახვილა იმ რეფორმებსა და ღონისძიებებზე, რომლებიც გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის მიმართულებით არის დაგეგმილი. სონღულაშვილის თქმით, კილაძეს საჯარო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, რაც გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს.

პროფესიით ეკონომისტსა და იურისტ პაატა კილაძეს საჯარო უწყებებში მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი აქვს. იგი სხვადასხვა დროს ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებდა ფინანსთა სამინისტროსა და საგადასახადო სტრუქტურებში, ხოლო 2021 წლიდან დღემდე სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედუშაობდა.

თავის მხრივ, კილაძემ აღნიშნა, რომ დეპარტამენტის საქმიანობას ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და მზადყოფნა გამოთქვა, საკუთარი გამოცდილება დასახული ამოცანების ეფექტიანად შესრულებას მოახმაროს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა. უწყება უზრუნველყოფს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამსახურის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 81 სტატია.

  • საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური: დღეს, 8 აგვისტოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოქმედ ტაძრებში აღევლინება საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდები ომში დაღუპულთა სულების საოხად. ვლოცულობთ საქართველოს მშვიდობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვისიმედი
  • საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 4 პირი დააკავარუსთავი 2
  • ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსტემ უმეროვი საგარეო სადაზვერვო სამსახურის უფროსად დანიშნაფორმულა
  • ქალებზე ძალადობა სასამართლოში - რა ბედი ელის მანდატურების სამსახურის უფროსსტვ პირველი
სამსახურის →ყოფილი →

მსგავსი სტატიები

Tempo და პრემიუმ უძრავი ქონების ინვესტირების ახალი სტანდარტი

Tempo და პრემიუმ უძრავი ქონების ინვესტირების ახალი სტანდარტი

BM.GE

პროკურორის გამოუცხადებლობის გამო, ლილუაშვილის პროცესი გადაიდო - ადვოკატი მოწმეებთან „ვაჭრობაზე“ საუბრობს

პროკურორის გამოუცხადებლობის გამო, ლილუაშვილის პროცესი გადაიდო - ადვოკატი მოწმეებთან „ვაჭრობაზე“ საუბრობს

BM.GE

ნავთობის ფასები ბარელზე 85 დოლარამდე გაიზარდა

ნავთობის ფასები ბარელზე 85 დოლარამდე გაიზარდა

BM.GE

ფარცხალაძე ძებნაში კი არა, იმ ქვეყანაში იმყოფება, რომლის მოქალაქეცაა - ადვოკატი

ფარცხალაძე ძებნაში კი არა, იმ ქვეყანაში იმყოფება, რომლის მოქალაქეცაა - ადვოკატი

BM.GE