მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირანის ომის გამო Chevron-ის მოგება 36%-ით შემცირდა
ირანის ომის გამო Chevron-ის მოგება 36%-ით შემცირდა

ირანის ომის გამო Chevron-ის მოგება 36%-ით შემცირდა

BM.GE1 მაისი, 2026, 20:06|bm.ge

ამერიკულმა ენერგეტიკულმა გიგანტმა Chevron-მა მიმდინარე წლის პირველი კვარტალის ფინანსური ანგარიში წარადგინა, რომლის მიხედვითაც კომპანიის მოგება მნიშვნელოვნად შემცირდა.

საანგარიშო პერიოდში Chevron-ის შემოსავალმა $48.61 მილიარდი შეადგინა, რაც ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ $52.1 მილიარდზე მკვეთრად ნაკლებია. ამის მიუხედავად, კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე $1.41 შეადგინა, რითაც კომპანიამ Wall Street-ის მოლოდინს გადააჭარბა. რაც შეეხება წმინდა მოგებას, თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი $3.5 მილიარდზე იყო, ამჯერად მოგება $2.2 მილიარდამდე დაეცა.

როგორც ირკვევა, კომპანიის მაჩვენებლებზე უარყოფითი გავლენა ირანში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა და ფინანსურმა ჰეჯირებამ იქონია. ომის გამო ნავთობის მიწოდების ჯაჭვი მნიშვნელოვნად შეფერხდა, რამაც ბაზარზე ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. Chevron-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ უირთმა განაცხადა, რომ გლობალური ენერგეტიკული სისტემა ამჟამად "უკიდურესი სტრესის" პირობებში იმყოფება. იგი მიიჩნევს, რომ ნავთობის ფასი იქამდე მოიმატებს, სანამ ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობა არ აღდგება.

რაც შეეხება ცალკეულ სეგმენტებს, Chevron-ის ამერიკულმა გადასამუშავებელმა ქარხნებმა მოგება 90%-ით გაზარდეს. აქედან კომპანიამ $196 მილიონის შემოსავალი მიიღო. ამერიკულის საპირისპირო შედეგი დაფიქსირდა საერთაშორისო გადასამუშავებელი ობიექტების მიმართულებით, სადაც ზარალმა $1 მილიარდს გადააჭარბა. როგორც ირკვევა, ასეთი მკვეთრად უარყოფითი შედეგი ტრანსპორტირების ხარჯების ზრდამ გამოიწვია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 229 სტატია.

  • ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლადიმედი
  • ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის არმიამ ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის ობიექტებზე იერიში მიიტანარუსთავი 2
  • აშშ-ირანის კონფლიქტი კვლავ გამწვავდა, CENTCOM მძლავრ იერიშზე საუბრობსფორმულა
  • აშშ-ის არმიამ ირანზე მძლავრი საჰაერო დარტყმები განახორციელატვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE