მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირანმა ძვირად ღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
ირანმა ძვირად ღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა

ირანმა ძვირად ღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა

BM.GE30 სექტემბერი, 2026, 23:10|bm.ge

მზარდი ეკონომიკური წნეხისა და მოსახლეობის უკმაყოფილების ფონზე, ირანმა ძვირად ღირებული ავტომობილების იმპორტი, მათ შორის, საქართველოდან, აკრძალა. შესაბამისი განკარგულება ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ოთხშაბათს, 30 სექტემბერს გასცა.

თუმცა ჯერ ცნობილი არ არის, უფრო კონკრეტულად რას ნიშნავს ძვირად ღირებული ავტომობილი და როგორი იქნება საფასო შეზღუდვა.

როგორც ირკვევა, თეირანი ამ ნაბიჯით მიზნად ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინების შეჩერებას ისახავს. არსებული ინფორმაციით, ხელისუფლების გადაწყვეტილების მიზეზი იყო ისიც, რომ ეკონომიკური კრიზისის ფონზე ქუჩებში ძვირად ღირებული მანქანების გამოჩენამ საზოგადოებრივი უკმაყოფილება გამოიწვია.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მძიმე ეკონომიკური პირობების მიუხედავად, ირანის დიდ ქალაქებში პრემიუმ კლასის ავტომობილების რაოდენობა მკვეთრად არის გაზრდილი. ე.წ. შეძლებულ უბნებში განსაკუთრებით ხშირად ჩინური წარმოების ელექტრომობილები და მაღალი გამავლობის მანქანები მოძრაობენ.

ადგილობრივი მდიდარი მოქალაქეები ძვირად ღირებულ ტრანსპორტს კაპიტალდაბანდების საიმედო საშუალებად მიიჩნევენ, რადგან მეორად ბაზარზე ფასები სტაბილურობას ინარჩუნებს.

ცნობისთვის, ირანში ავტომობილების ღირებულება საკმაოდ მაღალია და საწყისი დონის მოდელების ფასიც $11,000-ს აჭარბებს. ეს მაჩვენებელი სერიოზულ ფინანსურ ბარიერს უქმნის იმ მოქალაქეებს, რომელთა საშუალო თვიური ანაზღაურება მხოლოდ რამდენიმე ასეულ დოლარს შეადგენს.

ინფორმაციისთვის, საქართველომ მიმდინარე წლის 8 თვეში ირანში 129.2 მლნ აშშ დოლარის 7,360 ავტომობილი გაყიდა. გამოდის, რომ ერთეულის ფასი საშუალოდ 17,560 დოლარია

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 105 სტატია.

  • Reuters: აშშ-მა რუსეთის, ჩინეთის, ჰონკონგისა და პაკისტანის კომპანიებს ირანთან კავშირების გამო სანქციები დაუწესაიმედი
  • უკიდურესად მიუღებელია – პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ირანის ელჩის განცხადებაზენეტგაზეთი
  • ღუდუშაური ირანის ელჩზე: ველოდებით საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირებასფორმულა
  • აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე, ნავთობის ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა - Reutersრუსთავი 2
ირანის →

მსგავსი სტატიები

პრემიერი, პრეზიდენტი, პარლამენტარები - ვის რამდენით გაეზრდება ხელფასი 2027 წელს?

პრემიერი, პრეზიდენტი, პარლამენტარები - ვის რამდენით გაეზრდება ხელფასი 2027 წელს?

BM.GE

მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდა - რა განიხილეს?

მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდა - რა განიხილეს?

BM.GE

აშშ-ში აგვისტოში ინფლაცია მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა

აშშ-ში აგვისტოში ინფლაცია მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა

BM.GE

2027-ში მთავრობა ₾2 მლრდ-ის ახალ საგარეო ვალს აიღებს - ვისგან და რა პროექტებზე მიიმართება თანხა

2027-ში მთავრობა ₾2 მლრდ-ის ახალ საგარეო ვალს აიღებს - ვისგან და რა პროექტებზე მიიმართება თანხა

BM.GE