მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირანმა ქუვეითსა და ბაჰრეინზე საჰაერო იერიშები მიიტანა
ირანმა ქუვეითსა და ბაჰრეინზე საჰაერო იერიშები მიიტანა

ირანმა ქუვეითსა და ბაჰრეინზე საჰაერო იერიშები მიიტანა

BM.GE18 ნოემბერი, 2026, 21:10|bm.ge

ჰორმუზის სრუტეში მიმდინარე თავდასხმების ფონზე, ოთხშაბათს დილით ირანმა ქუვეითსა და ბაჰრეინზე საჰაერო იერიშები მიიტანა.

ქუვეითის სამხედრო უწყების განცხადებით, ქვეყანამ დრონების მასირებული შეტევა მოიგერია, თეირანში კი აცხადებენ, რომ მათი სამიზნე არა მეზობელი სახელმწიფოს ინფრასტრუქტურა, არამედ აშშ-ის სამხედროების ბაზა „ალი ალ-სალემი“ იყო.

აღსანიშნავია, რომ ქუვეითის ხელისუფლებას ამ განხორციელებული იერიშის შედეგად მიყენებული ზარალი ჯერ არ დაუზუსტებია.

საყურადღებოა, რომ განთიადამდე სარაკეტო განგაშის სიგნალი ორჯერ ჩაირთო ბაჰრეინშიც, სადაც საჰაერო თავდაცვის სისტემები ამოქმედდა და აფეთქებების ხმებიც ისმოდა. ბაჰრეინის ხელისუფლებამ ამ თავდასხმაში ირანი ღიად დაადანაშაულა.

ცნობისთვის: თეირანის მხრიდან დარტყმების პარალელურად, შეერთებულმა შტატებმა რეგიონში საკუთარი სამხედრო წარმომადგენლობა გააძლიერა. ახლო აღმოსავლეთში ამერიკული ავიამზიდი „თეოდორ რუზველტი“ ჩავიდა. ის რეგიონში უკვე განთავსებულ ავიამზიდებს, „ჯორჯ ვაშინგტონსა“ და „ჯორჯ ბუშს“, ასევე სადესანტო ხომალდ „ბოქსერს“ შეუერთდა, რამაც ადგილზე ამერიკული ავიამზიდების რაოდენობა სამამდე გაზარდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გამოძიება ჩვენი სამსახურების მოკვლევის საფუძველზე დაიწყო - კალაძე მეტროს შეკეთების კონტრაქტიდან თანხის მითვისებაზე

გამოძიება ჩვენი სამსახურების მოკვლევის საფუძველზე დაიწყო - კალაძე მეტროს შეკეთების კონტრაქტიდან თანხის მითვისებაზე

BM.GE

საბანკო ასოციაცია მომხმარებლებს WhatsApp-ზე გავრცელებული თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს

საბანკო ასოციაცია მომხმარებლებს WhatsApp-ზე გავრცელებული თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს

BM.GE

III კვარტალში "იმედის" შემოსავლები 79%-ით შემცირდა

III კვარტალში "იმედის" შემოსავლები 79%-ით შემცირდა

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE