მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საბანკო ასოციაცია მომხმარებლებს WhatsApp-ზე გავრცელებული თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს
საბანკო ასოციაცია მომხმარებლებს WhatsApp-ზე გავრცელებული თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს

საბანკო ასოციაცია მომხმარებლებს WhatsApp-ზე გავრცელებული თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს

BM.GE18 ნოემბერი, 2026, 21:22|bm.ge

საქართველოს საბანკო ასოციაცია მომხმარებლებს WhatsApp-ის საშუალებით გავრცელებული თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს. სქემა ახლობლების სახელით შეტყობინებების გაგზავნას, WhatsApp-ის ანგარიშებზე წვდომის მოპოვებასა და შემდგომში კონტაქტებისთვის თანხის გადარიცხვის თხოვნას გულისხმობს.

როგორც ასოციაციაში განმარტავენ, თაღლითობა იწყება ერთი შეხედვით უწყინარი შეტყობინებით, რომელსაც მომხმარებელი ნაცნობი ადამიანის ანგარიშიდან იღებს. შეტყობინებაში მას სთხოვენ, ხმა მისცეს ახლობლის დისშვილს, რომელიც თითქოს ცეკვის კონკურსში მონაწილეობს.

ხმის მისაცემად მომხმარებელს სპეციალურ ბმულს უგზავნიან, სადაც მობილური ტელეფონის ნომრის მითითება და მიღებული ერთჯერადი კოდის შეყვანაა საჭირო. თუმცა, ასოციაციის განმარტებით, ეს კოდი კონკურსში ხმის მისაცემად არ გამოიყენება და რეალურად თაღლითებს WhatsApp-ის ანგარიშზე წვდომის მოპოვებაში ეხმარება.

ანგარიშზე წვდომის მიღების შემდეგ თაღლითები დაზარალებულის სახელით მის კონტაქტებს იმავე შინაარსის შეტყობინებებს უგზავნიან. სქემის შემდეგი ეტაპი კი თანხის მოთხოვნაა. კერძოდ, დაფიქსირებული შემთხვევების მიხედვით, თაღლითები ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს ანგარიშის მფლობელის ახლობელი ექიმთან იმყოფება, თანხა დააკლდა და გადაუდებლად სჭირდება ფინანსური დახმარება. თანხის გადასარიცხად კი კონკრეტულ საბანკო ანგარიშს უთითებენ.

საქართველოს საბანკო ასოციაციის შეფასებით, სქემა ადამიანებს შორის არსებული ნდობის გამოყენებაზეა აგებული, რადგან შეტყობინებები მომხმარებლებს ნაცნობი პირების ანგარიშებიდან მისდით, რაც საეჭვო აქტივობის ამოცნობას ართულებს.

ასოციაცია მომხმარებლებს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს:

• არ შეიყვანონ WhatsApp-ის ან სხვა აპლიკაციის ერთჯერადი ავტორიზაციის კოდები უცნობ ვებგვერდებზე და არ გაუზიარონ ისინი სხვა პირებს; • კონკურსში ხმის მიცემის ან სხვა აქტივობაში მონაწილეობის თხოვნის მიღებისას არ გადავიდნენ საეჭვო ბმულებზე და ღონისძიების ოფიციალური გვერდი დამოუკიდებლად მოიძიონ; • ახლობლისგან თანხის სასწრაფოდ გადარიცხვის მოთხოვნის მიღების შემთხვევაში, მოთხოვნის ნამდვილობა სატელეფონო ზარით ან სხვა სანდო საკომუნიკაციო არხით გადაამოწმონ; • გაააქტიურონ WhatsApp-ის ორსაფეხურიანი ავტორიზაცია (Two-step verification); • პერიოდულად შეამოწმონ აპლიკაციის Linked Devices განყოფილება და ანგარიშთან დაკავშირებული უცნობი მოწყობილობები წაშალონ; • ანგარიშზე შესაძლო უნებართვო წვდომის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გააფრთხილონ კონტაქტები; • სისტემატურად განაახლონ ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობები და ინფორმაცია თაღლითური სქემის შესახებ ოჯახის წევრებსა და ახლობლებსაც გაუზიარონ.

საქართველოს საბანკო ასოციაცია მომხმარებლებს შეახსენებს, რომ ნაცნობი ადამიანის ანგარიშიდან მიღებული შეტყობინება ყოველთვის არ ნიშნავს, რომ მას რეალურად ახლობელი აგზავნის. ასოციაციის რეკომენდაციით, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო საეჭვო ბმულების, ერთჯერადი ავტორიზაციის კოდებისა და თანხის გადარიცხვის მოთხოვნების მიმართ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გამოძიება ჩვენი სამსახურების მოკვლევის საფუძველზე დაიწყო - კალაძე მეტროს შეკეთების კონტრაქტიდან თანხის მითვისებაზე

გამოძიება ჩვენი სამსახურების მოკვლევის საფუძველზე დაიწყო - კალაძე მეტროს შეკეთების კონტრაქტიდან თანხის მითვისებაზე

BM.GE

III კვარტალში "იმედის" შემოსავლები 79%-ით შემცირდა

III კვარტალში "იმედის" შემოსავლები 79%-ით შემცირდა

BM.GE

ირანმა ქუვეითსა და ბაჰრეინზე საჰაერო იერიშები მიიტანა

ირანმა ქუვეითსა და ბაჰრეინზე საჰაერო იერიშები მიიტანა

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE