მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ირაომ“ რებრენდინგი განახორციელა - განახლებული ბრენდი აქცენტს მომხმარებლის გამოცდილებასა და ადამიანზე ორიენტირებულ ინოვაციებზე აკეთებს
„ირაომ“ რებრენდინგი განახორციელა - განახლებული ბრენდი აქცენტს მომხმარებლის გამოცდილებასა და ადამიანზე ორიენტირებულ ინოვაციებზე აკეთებს

„ირაომ“ რებრენდინგი განახორციელა - განახლებული ბრენდი აქცენტს მომხმარებლის გამოცდილებასა და ადამიანზე ორიენტირებულ ინოვაციებზე აკეთებს

BM.GE23 ივნისი, 2026, 15:27|bm.ge

სადაზღვევო კომპანია ირაომ რებრენდინგი განახორციელა და მომხმარებელს განახლებული ვიზუალური იდენტობა, ახალი ლოგო და ბრენდის სტრატეგია წარუდგინა. ცვლილებების მიზანია, კომპანიის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა და იმ ღირებულებების კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოჩენა, რომლებიც ირაოს საქმიანობის საფუძველს წარმოადგენს, ესენია - ნდობა, ექსპერტიზა, ადამიანური მიდგომა და საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა.

ირაოს რებრენდინგი მხოლოდ ვიზუალური ცვლილება არ ყოფილა და ის კომპანიის ტრანსფორმაციის ნაწილია. ახალი ვიზუალური იდენტობით ბრენდი ცდილობს, დაზღვევა ყველასთვის უფრო გასაგები, ადამიანური და სანდო გახადოს.

ახალი ბრენდის სტრატეგიის საფუძველია იდეა, რომ დაზღვევა მხოლოდ ფინანსური დაცვა არ არის - ის ადამიანებისა და ბიზნესებისთვის თავდაჯერებულობის, სიმშვიდისა და მდგრადი განვითარების საფუძველია. ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ სანდო მრჩეველი, როდესაც კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან, „ირაო“ საიმედო მხარდაჭერასა და პრობლემის სამართლიან გადაწყვეტას სთავაზობს. ბოლო წლებში კომპანიას მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების მიმართულებით. ირაო მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსის (NPS) მიხედვით, კომპანია 2025 წელს საქართველოს სადაზღვევო ბაზრის ლიდერია ჯანმრთელობისა და ავტოდაზღვევის მიმართულებით, რაც კომპანიისთვის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მაჩვენებელია.

მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება კვლავ რჩება ირაოს პრიორიტეტად. კომპანია რეგულარულად ატარებს მომხმარებელთა კვლევებს, სწავლობს მათ მოლოდინებს, საჭიროებებსა და ქცევებს, რის საფუძველზეც ვითარდება როგორც მომსახურების პროცესი, ისე სადაზღვევო პროდუქტები.

ირაოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ციფრული სერვისებისა და ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად მომხმარებელმა მხარდაჭერა და ყურადღება იგრძნოს. ამიტომ კომპანია დიდ აქცენტს აკეთებს ადამიანზე ორიენტირებულ ინოვაციებსა და მომსახურების პროცესში ე.წ. Human Touch-ის შენარჩუნებაზე.

„ირაო“ 22 წლიანი ისტორიის მქონე ლიდერი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს ინდივიდუალურ და კორპორაციულ დაზღვევას სთავაზობს. „ირაო“ ერთადერთი ბრენდია ქართულ ბაზარზე, რომელიც 100 % -ით „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ წევრია. კომპანია აქტიურად იყენებს იმ ევროპულ ცოდნასა და პრაქტიკებს, რომელსაც „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ წევრობა უზრუნველყოფს. თითქმის 200-წლიანი ისტორიის მქონე საერთაშორისო ჯგუფის გამოცდილება კომპანიას საშუალებას აძლევს, საქართველოში დანერგოს თანამედროვე სტანდარტები, ინოვაციური მიდგომები და მომხმარებელზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პროევროპული მთავრობის მხარდასაჭერად, ურსულა ფონ დერ ლაიენი სომხეთში ჩავა - Politico

პროევროპული მთავრობის მხარდასაჭერად, ურსულა ფონ დერ ლაიენი სომხეთში ჩავა - Politico

BM.GE

უფასო პარკინგი, აუზი ბულვარში, უკანონო ობიექტების დემონტაჟი... |რა სიახლეებით ხვდება ტურისტებს აჭარა?

უფასო პარკინგი, აუზი ბულვარში, უკანონო ობიექტების დემონტაჟი... |რა სიახლეებით ხვდება ტურისტებს აჭარა?

BM.GE

200 სოფელი დაუსახლებელია, 40 სოფელში კი ერთი ადამიანი ცხოვრობს - აღწერის შედეგები

200 სოფელი დაუსახლებელია, 40 სოფელში კი ერთი ადამიანი ცხოვრობს - აღწერის შედეგები

BM.GE

მარიამ ქუჩულორია ევროპული ბიზნეს ორგანიზაციების მსოფლიო ქსელის ბორდის წევრად აირჩიეს

მარიამ ქუჩულორია ევროპული ბიზნეს ორგანიზაციების მსოფლიო ქსელის ბორდის წევრად აირჩიეს

BM.GE