მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით

ისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით

BM.GE30 სექტემბერი, 2026, 15:44|bm.ge

საქართველოს ბანკი მობილბანკის მომხმარებლებს გაუმჯობესებულ გამოცდილებას სთავაზობს. ამჯერად, განახლდა თანხის გაყოფის, უცხოურ ბანკში გადარიცხვების და გადახდის შაბლონების ფუნქციონალები.

თანხის გაყოფის განახლებული შესაძლებლობები

თანხის გაყოფის ფუნქციონალში ორი ახალი მეთოდი გახდა ხელმისაწვდომი, რაც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, საერთო ხარჯები არა თანაბრად, არამედ სხვადასხვა ნაწილად დაყონ. ამისთვის მობილბანკში ორი ფუნქციონალი გაჩნდა:

• თანხის გაყოფა წილების მიხედვით - მომხმარებლებს შეუძლიათ თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალური წილი პროცენტულად განსაზღვრონ ან ერთ ადამიანს რამდენიმე წილი მიანიჭონ. • ქვითრის მიხედვით განაწილება - ამისთვის საკმარისია აიტვირთოს ქვითრის ფოტო, მოინიშნოს შესაბამისი კონტაქტები და თითოეულმა ადამიანმა ქვითრის მიხედვით განსაზღვროს საკუთარი წილი.

ამასთან, თანხის გაყოფა უკვე შესაძლებელია დოლარსა და ევროში განხორციელებული გადარიცხვებისთვისაც.

უცხოურ ბანკში გადარიცხვების ტრეკერი

უცხოურ ბანკში გადარიცხვების ფუნქციონალში განახლებული ტრეკერი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეამოწმოს, რა ეტაპზეა მისი გადარიცხვა. მათ შორის, არის თუ არა თანხა შუამავალ ბანკში, საჭიროა თუ არა დამატებითი დოკუმენტი ან დასრულებულია თუ არა გადარიცხვა წარმატებით.

შაბლონის შექმნა პირდაპირ გადახდის პროცესში

კომუნალური და სხვა განმეორებითი გადახდების შესრულებისას მომხმარებელს აღარ სჭირდება ცალკე შაბლონების სივრცეში გადასვლა - IOS-ის მომხმარებლებისთვის შაბლონის შექმნა ახლა უშუალოდ გადახდის გვერდიდან არის შესაძლებელი. სიახლე მალე დაემატება Android-ის მომხმარებლებისთვის.

განაახლეთ მობილბანკი და ისარგებლეთ გაუმჯობესებული ფუნქციონალებით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი ამჯერადაც არ გაიყიდა - აუქციონები არ შედგა

წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი ამჯერადაც არ გაიყიდა - აუქციონები არ შედგა

BM.GE

ელექტრომობილი საჭისა და პედლების გარეშე - რა ეღირება Tesla-ს Cybercab?

ელექტრომობილი საჭისა და პედლების გარეშე - რა ეღირება Tesla-ს Cybercab?

BM.GE

შუა დერეფანი, შავი ზღვის კაბელი და მონაცემთა ინფრასტრუქტურა - ბრიტანეთის ელჩის ხედვა

შუა დერეფანი, შავი ზღვის კაბელი და მონაცემთა ინფრასტრუქტურა - ბრიტანეთის ელჩის ხედვა

BM.GE

ვაჭრობამ $2.5 მილიარდს გადააჭარბა | როგორია საქართველო-თურქეთის ეკონომიკური კავშირები?

ვაჭრობამ $2.5 მილიარდს გადააჭარბა | როგორია საქართველო-თურქეთის ეკონომიკური კავშირები?

BM.GE