მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. “IT ინდუსტრიის გარეშე საქართველოში ერთ სულზე საშუალო შემოსავალი ₾800-900-ით ნაკლები იქნებოდა” - გიორგი ციკოლია
“IT ინდუსტრიის გარეშე საქართველოში ერთ სულზე საშუალო შემოსავალი ₾800-900-ით ნაკლები იქნებოდა” - გიორგი ციკოლია

“IT ინდუსტრიის გარეშე საქართველოში ერთ სულზე საშუალო შემოსავალი ₾800-900-ით ნაკლები იქნებოდა” - გიორგი ციკოლია

BM.GE13 ოქტომბერი, 2026, 22:40|bm.ge

“IT ინდუსტრიის გარეშე საშუალო შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე ქვეყნის მასშტაბით 800-900 ლარით ნაკლები იქნებოდა” - Lineate-ის ვიცე-პრეზიდენტი “საქმის კურსთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ტექნოლოგიების სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორია, შესაბამისად მნიშვნელოვნად უწყობს ხელს თითოეულ მოქალაქეზე საშუალო შემოსავლის მატებას.

“ინდუსტრიის ექსპორტს თუ ავიღებთ სერვისის ნაწილში და დავყოფთ საქართველოს მოსახლეობაზე, საშუალოდ გამოდის, რომ თითოეული მოქალაქის შემოსავლის 800-900 ლარამდე ბუსტინგს, ანუ ზრდას უწევს ჩვენი ინდუსტრია. ჩვენი ინდუსტრიის გარეშე ეკონომიკის ზრდა და ჩვენი საშუალო შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე ქვეყნის მასშტაბით 800-900 ლარით ნაკლები იქნებოდა.

ეს არის ის, რაც დღეს მოაქვს ჩვენს ინდუსტრიას და მას შეუძლია ორმაგი და სამმაგი ზრდით წინ წაიწიოს”, - აცხადებს გიორგი ციკოლია.

როგორც ეროვნული ბანკის სტატისტიკიდან ირკვევა, IT სერვისების ექსპორტმა 2026 წლის პირველ ნახევარში 842 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 72%-იანი ზრდაა. გიორგი ციკოლია ინდუსტრიის ზრდას რამდენიმე ფაქტორით ხსნის, მათ შორის იმით, რომ ქვეყანაში მსხვილი საერთაშორისო კომპანიების შემოსვლამ ინდუსტრიის გაფართოებასა და ზრდას ძალიან დიდი ბიძგი მისცა. მისი შეფასებით, ზრდას ასევე განაპირობებს ის, რომ გლობალურ ბაზარზე, განსაკუთრებით აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში, რომლებიც საქართველოს IT ექსპორტის ძირითადი ბაზრებია, ტექნოლოგიურ სერვისებზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება. შესაბამისად, რადგან საბოლოო ბაზარი იზრდება, იზრდება მოთხოვნა ქართული ოფისების მიერ მიწოდებულ მომსახურებაზეც.

„საერთაშორისო კომპანიების შემოსვლამ საქართველოში დიდი ბიძგი მისცა ინდუსტრიის ზრდას. ამ კომპანიების შემოსვლით ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც ამ ინდუსტრიაში არის ჩართული, რიცხობრივად ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ვთქვათ 5 წლის წინ. ასევე, შემოსავალი ამ ინდუსტრიაში სამჯერ უფრო მეტია ერთ სულ მოსახლეზე, ვიდრე საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე არის საშუალო შემოსავალი.

ექსპორტის თვალსაზრისით, ყველა იმ საერთაშორისო კომპანიას, რომელიც ქვეყანაში არსებობს, წლების განმავლობაში თავისი ბაზრები აქვს გაკვალული და მომსახურებას სთავაზობს უამრავ საერთაშორისო კომპანიას.

მსოფლიო მასშტაბით ინდუსტრია იზრდება, განსაკუთრებულად შეერთებულ შტატებში და დიდ ბრიტანეთში. მოგეხსენებათ, რომ ეს ორი ბაზარი ძირითადი საექსპორტო ბაზარია. ანუ იმ თანხიდან, რომელიც ჩვენ ვახსენეთ, დაახლოებით ნახევარი გადის შეერთებულ შტატებში და ბრიტანეთში. შესაბამისად, რადგან ის საბოლოო ბაზარი, რომელზედაც ჩვენ მომსახურებას ვაწვდით, იზრდება და იზრდება სწრაფად, იზრდება მოთხოვნა ჩვენს მომსახურებაზეც”, - აცხადებს “საქმის კურსთან” ინტერვიუში გიორგი ციკოლია.

2026 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 841.6 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 72%-ით, ანუ 352 მილიონი დოლარით მეტია. უფრო დეტალურად, სების სტატისტიკის თანახმად, პირველ კვარტალში ეს შემოსავალი 441 მილიონ დოლარს შეადგენდა (ზრდა 65%); მეორე კვარტალში კი 400 მილიონ დოლარს (ზრდა 80%).

IT სექტორის საგარეო შემოსავლის 65%-იანი მატება იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში, რომელიც IT სექტორსაც მოიცავს 2026 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მაღალი - 36%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო სექტორის ზომამ 2.2 მილიარდ ლარს მიაღწია, მეორე კვარტალში კი ზრდა 16.6%-ს შეადგენდა (ზომა 1.89 მლრდ ლარი).

IT სექტორში არსებული ბუმი პირველ რიგში მიგრაციულ ეფექტს უკავშირდებოდა, რადგანაც საქართველოში დროებით საცხოვრებლად ათასობით რუსი, უკრაინელი და ბელარუსი IT სპეციალისტი გადმოვიდა, რომლებმაც დაარეგისტრირეს როგორც კომპანიები, ასევე მიიღეს ინდივიდუალური მეწარმეების სტატუსი შესაბამისად, მათი საქმიანობაც საქართველოდან მიწოდებულ IT სერვისებად ითვლებოდა. თუკი 2021 წლის ბოლოს ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში (რომელიც IT სფეროსაც აერთიანებს) 30.6 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, ეს 2022 წელს ჯერ 39 ათასამდე გაიზარდა, 2025 წელს კი 54.5 ათასს მიაღწია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გარეშე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 42 სტატია.

  • ლევან მახაშვილი: გამჭვირვალობის გარეშე არ არსებობს დემოკრატია და ვინც ამბობს, რომ გამჭვირვალობა არ არის კარგი, სინამდვილეში მისთვის დემოკრატიაც არაფერს არ ნიშნავსრუსთავი 2
  • ზელენსკი: რუსეთთან დეესკალაციური შეთანხმების გარეშე სანქციების შესუსტება აშკარა სისუსტეაფორმულა
  • ბათუმის სანაპიროს ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი თურქული გემი მოადგა - ხომალდი დინებამ შემოიყვანატვ პირველი
  • The New York Times: რუსეთი გეგმავს ზამთარში კიევი, ხარკოვი და ოდესა დენის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვოსიმედი
გარეშე →

მსგავსი სტატიები

BlackRock-მა ამერიკულ აქციებზე პოზიცია შეამცირა და უპირატესობა ობლიგაციებს მიანიჭა

BlackRock-მა ამერიკულ აქციებზე პოზიცია შეამცირა და უპირატესობა ობლიგაციებს მიანიჭა

BM.GE

მოძრაობს, თუ - არა თბილისში პიკის საათში 900 ათასი ავტომობილი? - რას აჩვენებს სტატისტიკა

მოძრაობს, თუ - არა თბილისში პიკის საათში 900 ათასი ავტომობილი? - რას აჩვენებს სტატისტიკა

BM.GE

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო

BM.GE

სებ-მა არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალურ ბანკთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა

სებ-მა არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალურ ბანკთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა

BM.GE