მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. იტალია ესპანეთთან შენგენის ზონის უვიზო რეჟიმს დროებით აჩერებს - მიზეზი მიგრანტების ნაკადია
იტალია ესპანეთთან შენგენის ზონის უვიზო რეჟიმს დროებით აჩერებს - მიზეზი მიგრანტების ნაკადია

იტალია ესპანეთთან შენგენის ზონის უვიზო რეჟიმს დროებით აჩერებს - მიზეზი მიგრანტების ნაკადია

BM.GE1 აგვისტო, 2026, 02:40|bm.ge

იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ესპანეთთან ევროკავშირის შენგენის ზონის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება ერთი თვით შეჩერდება. ოფიციალური რომის განმარტებით, აღნიშნული ნაბიჯი მაროკოსთან მოსაზღვრე ესპანურ ექსკლავ სეუტაში მიგრანტების მასობრივ ნაკადს უკავშირდება.

მთავრობის განცხადებით, შეზღუდვა არ შეეხება ესპანეთის ან ევროკავშირის სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც იტალიაში მოგზაურობენ. კონტროლი დაწესდება მხოლოდ არაევროკავშირის მოქალაქეებზე, რომლებიც ესპანეთიდან იტალიაში საჰაერო ან/და საზღვაო გზით ჩადიან.

მიუხედავად იმისა, რომ იტალიას ესპანეთთან სახმელეთო საზღვარი არ აქვს, რომმა პარიზთანაც მიაღწია შეთანხმებას საფრანგეთ-იტალიის საზღვარზე კონტროლის გაძლიერების შესახებ, რათა არალეგალი მიგრანტების გადაადგილება აღიკვეთოს.

იტალიის ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც ესპანეთმა განაცხადა, რომ სეუტაში მიგრაციული კრიზისი ძირითადად დარეგულირდა 50 000-ზე მეტი ადამიანიდან, რომლებმაც ექსკლავის საზღვარი გადაკვეთეს, უმრავლესობა მაროკოში ნებაყოფლობით დაბრუნდა.

საერთაშორისო მედია წერს, რომ მელონის მემარჯვენე მთავრობის კრიტიკოსები ახალ სასაზღვრო შემოწმებებს „სიმბოლურს“ უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ სეუტაში შესულ მიგრანტებს იტალიაში გადასვლის სურვილი ჰქონდათ.

ცნობისთვის, შენგენის ზონა ევროპის 29 ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლას უზრუნველყოფს, თუმცა წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ, უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოტივით, დროებით აღადგინონ სასაზღვრო კონტროლი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვიღაცას რომ ფულის მოპარვა ნდომებოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა|კობახიძე კულტურის სამინისტროში შესაძლო კორუფციაზე

ვიღაცას რომ ფულის მოპარვა ნდომებოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა|კობახიძე კულტურის სამინისტროში შესაძლო კორუფციაზე

BM.GE

SpaceX-ი ორბიტაზე Nvidia-ს სუპერკომპიუტერებს 2027 წელს გაუშვებს

SpaceX-ი ორბიტაზე Nvidia-ს სუპერკომპიუტერებს 2027 წელს გაუშვებს

BM.GE

ქართველი მოგზაურები პოპულარულ ქალაქებს აღარ სჯერდებიან - Travelopedia მოთხოვნაზე

ქართველი მოგზაურები პოპულარულ ქალაქებს აღარ სჯერდებიან - Travelopedia მოთხოვნაზე

BM.GE

ტომ ჰოლანდი 30 წლის ასაკში კინოგაქირავების ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობი გახდა

ტომ ჰოლანდი 30 წლის ასაკში კინოგაქირავების ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობი გახდა

BM.GE