მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. იტალიაში, მერანოს ღვინის საერთაშორისო ფესტივალში ქართული ღვინის 20 კომპანია მონაწილეობდა
იტალიაში, მერანოს ღვინის საერთაშორისო ფესტივალში ქართული ღვინის 20 კომპანია მონაწილეობდა

იტალიაში, მერანოს ღვინის საერთაშორისო ფესტივალში ქართული ღვინის 20 კომპანია მონაწილეობდა

BM.GE11 ნოემბერი, 2026, 16:25|bm.ge

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანია იტალიაში, მერანოს ღვინის საერთაშორისო ფესტივალში Merano Wine Festival 2026 მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ფესტივალი, რომელსაც 35-წლიანი ისტორია აქვს, ღვინის ინდუსტრიის ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო ღონისძიებაა. ის ყოველწლიურად აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღვინის მწარმოებლებს, დარგის ექსპერტებს, HoReCa სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს. წელს ღონისძიებაში 23 ქვეყნის დაახლოებით 1 000 ღვინის მწარმოებელი მონაწილეობდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, საერთაშორისო ფესტივალში ქართული კომპანიების მონაწილეობა ქართული ღვინის მრავალფეროვნების, ხარისხისა და მეღვინეობის ტრადიციების უცხოელი მომხმარებლებისა და დარგის წარმომადგენლებისთვის გაცნობას ემსახურება. ამასთან, ღონისძიება მწარმოებლებს ახალი საქმიანი ურთიერთობების დამყარებისა და საექსპორტო ბაზრებზე ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის შესაძლებლობას აძლევს.

სააგენტოს ინფორმაციით, საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო, 8 000-წლიანი უწყვეტი მეღვინეობის კულტურით, საერთაშორისო ღონისძიებებზე აქტიურად წარმოაჩენს საკუთარ ადგილს მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, მერანოს ღვინის ფესტივალის ფარგლებში, ქართული ქვევრი, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ქალაქ მერანოს ისტორიულ ცენტრში დაიდგა.

რაც შეეხება ამ ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის მაჩვენებლებს, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან იტალიაში 216.1 ათასი დოლარის ღირებულების 27 005 ლიტრი ღვინო გავიდა სარეალიზაციოდ. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტის ღირებულება 98 ათასი დოლარი, მოცულობა კი 13 648 ლიტრი იყო. ამგვარად, ერთ წელიწადში იტალიის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ღირებულება 120.5%-ით, ხოლო რაოდენობა 97.9%-ით გაიზარდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სამინისტრომ ₾59 მლნ-ის 108 პროექტიდან უმეტესობა არ მოიწონა | აგროთადაფინანსების პროგრამის შედეგები

სამინისტრომ ₾59 მლნ-ის 108 პროექტიდან უმეტესობა არ მოიწონა | აგროთადაფინანსების პროგრამის შედეგები

BM.GE

ბიზნესი, ინოვაციები და ცოცხალი გამოცდილება: 13-14 ნოემბერს "ექსპო ჯორჯიაში" Agro Food Expo Georgia 2026 გაიმართება

ბიზნესი, ინოვაციები და ცოცხალი გამოცდილება: 13-14 ნოემბერს "ექსპო ჯორჯიაში" Agro Food Expo Georgia 2026 გაიმართება

BM.GE

2027 წლის ბიუჯეტის II პროექტით საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი ₾117 მილიონით იზრდება

2027 წლის ბიუჯეტის II პროექტით საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი ₾117 მილიონით იზრდება

BM.GE

ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად

ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად

BM.GE