მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2027 წლის ბიუჯეტის II პროექტით საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი ₾117 მილიონით იზრდება
2027 წლის ბიუჯეტის II პროექტით საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი ₾117 მილიონით იზრდება

2027 წლის ბიუჯეტის II პროექტით საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი ₾117 მილიონით იზრდება

BM.GE11 ნოემბერი, 2026, 16:36|bm.ge

ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებების დაფინანსება იზრდება. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ბიუჯეტიდან 100 მილიონი ლარი ემატება, ხოლო ჯანდაცვის სხვა პროგრამები დაახლოებით 17 მილიონი ლარით იზრდება.

შედეგად, ჯანდაცვის პროგრამების ჯამური მოცულობა 117 მილიონი ლარით იმატებს და 2.46 მლრდ ლარს აჭარბებს.

"საყოველთაო ჯანდაცვისა და ჯანდაცვის სხვა პროგრამების მიმართულებით, თავდაპირველად საყოველთაო ჯანდაცვაზე 50 მილიონი ლარის ზრდა იყო მოთხოვნილი, თუმცა საბოლოო ჯამში ამ ნაწილში ₾100-მილიონიანი მატება მივიღეთ. ჯანდაცვის სხვა პროგრამების ბიუჯეტი კი ჯამში დაახლოებით 17 მილიონი ლარით იზრდება. შედეგად, ჯანდაცვის პროგრამები ჯამურად 117 მილიონი ლარით იზრდება და 2 მილიარდ 462 მილიონ ლარს აჭარბებს.

ჯანდაცვის სამინისტროში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროგრამა, რომელსაც 140 მილიონი ლარი ემატება. აღნიშნული უკავშირდება მთავრობის მიერ გაჟღერებულ ახალ ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც განაცხადების მიღება უკვე დასრულდა. მომდევნო წელს ამ მიმართულებით 140 მილიონი ლარის დამატება ხდება, თუმცა მიმდინარე წელსვე დამატებით 50 მილიონი ლარი გამოიყოფა. არსებული მოლოდინით (რასაც, რა თქმა უნდა, შესაბამისი გადამოწმება დასჭირდება), საცხოვრებელი სახლების ნაცვლად გათვალისწინებული კომპენსაციის პროგრამით დაახლოებით 16 000 ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი", - აცხადებს კაკაურიძე.

2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორადი ვერსიის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება 1 მილიარდ 650 მლნ ლარს (პირველად ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 100 მლნ ლარით) შეადგენს , ხოლო იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის პროგრამის დაფინანსება გაზრდილია 44,2 მლნ ლარით და 114,2 მლნ ლარს შეადგენს. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სასწრაფო დახმარების პერსონალისა და სოფლის ექიმების/ექთნების ხელფასების ზრდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 93 სტატია.

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა "2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების" პროექტს მხარი დაუჭირარუსთავი 2
  • საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებითტვ პირველი
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
პროექტი →

მსგავსი სტატიები

საშუალოვადიან პერიოდში, ხორციელდება ეკონომიკური ზრდის დივერსიფიკაცია, კერძო ინვესტიციების წახალისება | ფინანსთა მინისტრი

საშუალოვადიან პერიოდში, ხორციელდება ეკონომიკური ზრდის დივერსიფიკაცია, კერძო ინვესტიციების წახალისება | ფინანსთა მინისტრი

BM.GE

სამინისტრომ ₾59 მლნ-ის 108 პროექტიდან უმეტესობა არ მოიწონა | აგროთადაფინანსების პროგრამის შედეგები

სამინისტრომ ₾59 მლნ-ის 108 პროექტიდან უმეტესობა არ მოიწონა | აგროთადაფინანსების პროგრამის შედეგები

BM.GE

ბიზნესი, ინოვაციები და ცოცხალი გამოცდილება: 13-14 ნოემბერს "ექსპო ჯორჯიაში" Agro Food Expo Georgia 2026 გაიმართება

ბიზნესი, ინოვაციები და ცოცხალი გამოცდილება: 13-14 ნოემბერს "ექსპო ჯორჯიაში" Agro Food Expo Georgia 2026 გაიმართება

BM.GE

ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად

ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად

BM.GE