მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. იუსტიციის მინისტრის მოადგილე აშშ-ში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?
იუსტიციის მინისტრის მოადგილე აშშ-ში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

იუსტიციის მინისტრის მოადგილე აშშ-ში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

BM.GE29 აპრილი, 2026, 14:51|bm.ge

იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თამარ ზოდელავა, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა უწყებასა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს შორის არსებული პარტნიორობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა პროექტ GRAIL-ის (Governance Reform and Institutional Legitimization) მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები იყო. მინისტრის მოადგილემ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელთან ერთად, დეტალურად ისაუბრა შემდეგ საკითხებზე:

• ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) განვითარება; • მიწის ადმინისტრირების სერვისების გაუმჯობესება; • ციფრული მმართველობის სისტემების შემდგომი გაძლიერება.

„მსოფლიო ბანკის მიერ პროექტის შედეგები მაღალ დონეზეა შეფასებული და იგეგმება საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების, როგორც წარმატებული მოდელის გაზიარება სხვა ქვეყნებისათვის“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ზოდელავამ.

უწყების ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული პროექტების სტრატეგიულ მნიშვნელობას და იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ამ მიმართულებით მიაღწია.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს საქართველოს გამოცდილების საერთაშორისო დონეზე გაზიარების შესაძლებლობებზე. საუბარი შეეხო მიწის რეფორმისა და სივრცითი მონაცემების სისტემების განვითარების კუთხით ქართული მოდელების სხვა ქვეყნებში დანერგვის პოტენციალსა და ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.

თამარ ზოდელავა ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის მიწისა და უძრავი ქონების ყოველწლიურ კვლევით კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით იმყოფება. სამინისტრო წერს, რომ ღონისძიებაზე მინისტრის მოადგილე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კვლევით ნაშრომს წარადგენს, რომელმაც წარმატებით გაიარა კონფერენციის მაღალკონკურენტული შერჩევის პროცესი და საორგანიზაციო კომიტეტის მაღალი შეფასება მოიპოვა. დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებთანაც.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 178 სტატია.

  • ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ატანას პეკანოვს შეხვდარუსთავი 2
  • ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდატვ პირველი
  • პენიტენციურის გენერალურმა დირექტორმა მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართაფორმულა
  • 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, რომ კორუფციისკენ უბიძგებ – კობახიძენეტგაზეთი
მინისტრი →მოადგილე →

მსგავსი სტატიები

მიკრობანკების საკრედიტო პორტფელი ₾610.9 მილიონამდე გაიზარდა - 9 თვის ფინანსური მაჩვენებლები

მიკრობანკების საკრედიტო პორტფელი ₾610.9 მილიონამდე გაიზარდა - 9 თვის ფინანსური მაჩვენებლები

BM.GE

"მიჭირს, გავიხსენო მსგავსი უპასუხისმგებლო მინისტრი" - გახარიას პარტია მარიამ ქვრივიშვილს პარლამენტში დაიბარებს

"მიჭირს, გავიხსენო მსგავსი უპასუხისმგებლო მინისტრი" - გახარიას პარტია მარიამ ქვრივიშვილს პარლამენტში დაიბარებს

BM.GE

Sleep Gallery თბილისში 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და სასტუმროების მიმართულებას აფართოებს

Sleep Gallery თბილისში 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და სასტუმროების მიმართულებას აფართოებს

BM.GE

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი თანამდებობას ვადაზე ადრე დატოვებს

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი თანამდებობას ვადაზე ადრე დატოვებს

BM.GE