მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ივანიშვილი EU-თან ვერ ივაჭრებს და ვერც „გარიგებაზე“ დაფუძნებულ ურთიერთობებს დაამყარებს|ყოფილი ელჩი
ივანიშვილი EU-თან ვერ ივაჭრებს და ვერც „გარიგებაზე“ დაფუძნებულ ურთიერთობებს დაამყარებს|ყოფილი ელჩი

ივანიშვილი EU-თან ვერ ივაჭრებს და ვერც „გარიგებაზე“ დაფუძნებულ ურთიერთობებს დაამყარებს|ყოფილი ელჩი

BM.GE30 მაისი, 2026, 17:00|bm.ge

გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩის ელგუჯა ხოკრიშვილის აზრით, ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირთან დაკავშირებადობის თუ ენერგო-უსაფრთხოებოს პროექტებით ვერ ივაჭრებს და ვერც „გარიგებაზე“ დაფუძნებულ ურთიერთობებს დაამყარებს.

ყოფილი ელჩის შეფასებით, რადგან რეგიონში ახალი მარშრუტები, მათ შორის „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის” (TRIPP) რეალური ხდება, „ოცნებას“ დასავლეთთან საკუთარი წესებით მოლაპარაკება არ გამოუვა.

„სამაგიეროდ ამ პოლიტიკით ქვეყნისთვის დანაკარგები გეოპოლიტიკური, უსაფრთხოებისა და განვითარების თვალსაზრისით წარმოუდგენლად დიდი იქნება. ქვეყანა რისკავს, განიდევნოს იმ ერთადერთი არქიტექტურიდან, რომელსაც მისი სტრატეგიული, ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა ეფუძნება“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში და ამ თემაზე ისაუბრა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუშიც.

- „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წევრები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი, ხშირად უსვამენ ხაზს დაკავშირებადობის მნიშვნელობასა და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის როლს... მაგალითად, ირაკლი კობახიძე ხშირად იმეორებს, რომ საქართველო ევროპასთან შვიდ ქვეყანას აკავშირებს და ა.შ. ხომ არ ჰგონია „ქართულ ოცნებას“, რომ სწორედ ამ სატრანზიტო ფუნქციით შეძლებს ევროპასთან (და მათ შორის ამერიკასთანაც) ურთიერთობების გადატვირთვას?

- ამ [მცდელობას] რეალური შედეგი არ ექნება და გეტყვით, რატომაც - მათი ერთ-ერთი მცდელობა სწორედ ის არის, რომ ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და ერთმანეთზე გადაჯაჭვული საერთაშორისო მოვლენები გამოიყენონ – იქნება ეს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ტრანსატლანტიკური პოლიტიკა, უკრაინის ომი თუ სამხედრო კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა, რამაც გარკვეული ეკონომიკური კრიზისის ნიშნები გამოიწვია... ამ მოვლენების ფონზე ისინი მხოლოდ ძალაუფლების გახანგრძლივებას ცდილობენ, თუმცა ის მოლოდინი, რომ ამ დაკავშირებადობითა და ენერგოუსაფრთხოებით ევროკავშირთან რაიმე გარიგებაზე დაფუძნებული პოლიტიკა ან შეთანხმება აწარმოონ, გამორიცხულია. ამაზე შესაბამისი ოფიციალური პასუხი უკვე გაცემულია...

- საინტერესო იყო, ამ თემაზე გერმანიის ელჩის კომენტარი „ბათუმელებთან“ ინტერვიუში ამ თემაზე – „მნიშვნელოვანია, რომ „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა არ გავაზვიადოთ“ - თქვა გერმანელმა დიპლომატმა...

- დიახ, და რას ნიშნავს „ზედმეტად ნუ გავაზვიადებთ“?! ამ რეგიონს ჩემ მიერ ჩამოთვლილი მოვლენების ფონზე გეოპოლიტიკური წონა მართლაც მოემატა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს დაკავშირებადობა შუა აზიის ქვეყნებიდან შავ ზღვაზე გასასვლელს გულისხმობს, მაგრამ რადგან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გარკვეული პოზიტიური ცვლილებები და სამშვიდობო ხელშეკრულების დინამიკა შეინიშნება, ასევე აქტუალურია „ტრამპის სავაჭრო დერეფანიც“... ნახეთ, უკვე კეთდება განაცხადები, რომ ძალიან მალე სომხეთის გავლით თურქეთთან სავაჭრო ტვირთბრუნვა აღდგება და ეს ყველაფერი, ფარდობითად, საქართველოს გეოპოლიტიკური წონის ნიველირებას ახდენს. ამას ემატება ისიც, რომ თავად აზერბაიჯანი და თურქეთი ამ ტანდემში საკმაოდ ანგარიშგასაწევ ახალ გეოპოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდნენ. აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის ეს დაკავშირებადობა, ენერგოუსაფრთხოება და ყველა ეს პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა. აქედან გამომდინარე, მათ იმდენად დიდი გავლენა აქვთ, რომ ბიძინა ივანიშვილს სავაჭროდ აღარაფერი რჩება... მას აღარ აქვს რესურსი, რომ ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობით ვინმესთან ივაჭროს – გნებავთ ევროკავშირთან და გნებავთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან. რეგიონში ეს ტანდემი უკვე ჩამოყალიბდა წამყვან ძალად, რუსეთი კი, აქ საკუთარი ძალის პროექცირებას ძველებურად ვეღარ ახდენს. ერთადერთი ფუნქცია, რის აღებასაც „ქართული ოცნება“ ამ მოცემულობაში ცდილობს, არის ის, რომ რუსეთის პროქსი ძალად ჩამოყალიბდეს. ამით სურთ ძალაუფლების შენარჩუნება და გახანგრძლივება მანამ, სანამ ქართველი ხალხი მათ ანგარიშვალდებულებას არ მოსთხოვს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უკრაინამ სახელმწიფო ვალი ასობით მილიონი ევროთი შეამცირა

უკრაინამ სახელმწიფო ვალი ასობით მილიონი ევროთი შეამცირა

BM.GE

უკრაინისთვის მსოფლიო ბანკის €236-მილიონიანი სესხის გარანტორი შვედეთი იქნება

უკრაინისთვის მსოფლიო ბანკის €236-მილიონიანი სესხის გარანტორი შვედეთი იქნება

BM.GE

ესპანეთმა ლიცენზიის არქონის გამო საპროგნოზო ფსონების პლატფორმები დაბლოკა

ესპანეთმა ლიცენზიის არქონის გამო საპროგნოზო ფსონების პლატფორმები დაბლოკა

BM.GE

"პეისერა ბანკმა" Visa Signature ბარათი გამოუშვა - ვისთვის არის განკუთვნილი?

"პეისერა ბანკმა" Visa Signature ბარათი გამოუშვა - ვისთვის არის განკუთვნილი?

BM.GE