მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ივლისის მეორე ნახევარსა და აგვისტოში სრული დატვირთვით ვმუშაობთ - სასტუმრო "ციბენა" რაჭაში
ივლისის მეორე ნახევარსა და აგვისტოში სრული დატვირთვით ვმუშაობთ - სასტუმრო "ციბენა" რაჭაში

ივლისის მეორე ნახევარსა და აგვისტოში სრული დატვირთვით ვმუშაობთ - სასტუმრო "ციბენა" რაჭაში

BM.GE13 ივლისი, 2026, 13:17|bm.ge

რაჭაში მდებარე საოჯახო სასტუმრო „ციბენა“ ივლისის მეორე ნახევრიდან - აგვისტოს ჩათვლით სრული დატვირთვით იმუშავებს - ამის შესახებ ობიექტის თანამესაკუთრემ თინათინ ჭელიძემ BM.GE-ს განუცხადა.

საოჯახო სასტუმრო დღეს ოთხ კოტეჯს, 14-ოთახიან სამსართულიან სასტუმროს, 17-მეტრიან აუზსა და სამზარეულოს აერთიანებს და მათთან განთავსების მსურველებს, ნომრებთან ერთად კვებას და აუზით სარგებლობას სთავაზობს.

„ჩვენს სასტუმროს უფრო მეტად ადგილობრივები სტუმრობენ - თბილისიდან, ბათუმიდან, ქუთაისიდან და ა.შ. ორადგილიანი სასტუმროს ღირებულება 280 ლარიდან იწყება, 4-ადგილიანის კი 380 ლარია.

სასტუმროს არასდროს ვკეტავთ, მაგრამ ზოგადად არასეზონზე დაბალი დატვირთვით ვმუშაობთ, სეზონზე კი მაღალით“, - აღნიშნა თინათინ ჭელიძემ.

„ციბენას“ თანამესაკუთრე ამბობს, რომ წელს მათ სტუმრებს უფრო გაფართოებულ სამზარეულოს დაახვედრებენ, სადაც ერთდროულად 40-მდე ადამიანის გამასპინძლებას შეძლებენ. მისივე ინფორმაციით, სამზარეულოს გაფართოების შემდეგ ისინი შეძლებენ მომხმარებელს საუზმის გარდა, შეკვეთით სადილი და ვახშამიც შესთავაზონ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 110 სტატია.

  • დიღმის მასივის მე-2 კვარტალის N8 კორპუსთან სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობსიმედი
  • ტრამპის განცხადებით, ირანი სრული ჩამოშლის პროცესშიარუსთავი 2
  • მამუკა მდინარაძის პრესსამსახური ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე: სრული აბსურდიაფორმულა
  • რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯიტვ პირველი
სრულად →

მსგავსი სტატიები

მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დააჯარიმა - მიზეზი

მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დააჯარიმა - მიზეზი

BM.GE

აგვისტოში ბენზინი 3-12 თეთრით, დიზელი 25-71 თეთრით გაძვირდა | სად/რა ფასად შეიძენთ საწვავს?

აგვისტოში ბენზინი 3-12 თეთრით, დიზელი 25-71 თეთრით გაძვირდა | სად/რა ფასად შეიძენთ საწვავს?

BM.GE

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება - 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება - 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო

BM.GE

დროებითი მოდულური სკოლები განთავსდება იქ, სადაც სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს - სამინისტრო

დროებითი მოდულური სკოლები განთავსდება იქ, სადაც სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს - სამინისტრო

BM.GE