მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ივლისში ერთწლიან პერიოდში ინფლაციური მოლოდინები მცირედით გაიზარდა - სებ
ივლისში ერთწლიან პერიოდში ინფლაციური მოლოდინები მცირედით გაიზარდა - სებ

ივლისში ერთწლიან პერიოდში ინფლაციური მოლოდინები მცირედით გაიზარდა - სებ

BM.GE20 აგვისტო, 2026, 01:30|bm.ge

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის მიხედვით, 2026 წლის ივლისში, ივნისთან შედარებით, ერთწლიან პერიოდში ინფლაციური მოლოდინები მცირედით გაიზარდა.

სებ-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ცვლილება სხვადასხვა ინფლაციურ დიაპაზონში რესპონდენტთა განაწილების ცვლილებას უკავშირდება. კერძოდ, გაიზარდა იმ მონაწილეთა წილი, რომლებიც მომდევნო ერთწლიან პერიოდში ფასების ცვლილებას 6-8%-ისა და 0-2%-ის ფარგლებში ელოდებიან. ამასთან, შემცირდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ზრდას 4-6%-ის დიაპაზონში ვარაუდობენ.

„ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, 2026 წლის ივლისში ივნისთან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები მცირედით გაიზარდა“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, სამწლიან პერიოდში ინფლაციური მოლოდინები ივლისში, ივნისთან შედარებით, მცირედით შემცირდა. სებ-ის ინფორმაციით, შემცირდა იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში ფასების 8%-ზე მეტი ან 2-4%-ის ფარგლებში ზრდას ელოდებიან.

კვლევის თანახმად, ივლისში გაიზარდა ასევე ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მოლოდინი საკუთარი პროდუქციისა და მომსახურების ფასების ცვლილებასთან დაკავშირებით ერთწლიან პერიოდში.

კერძოდ, გაიზარდა იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქციასა და მომსახურებაზე მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ფასების 8%-ზე მეტი და 4-6%-ის ფარგლებში ზრდას ელოდებიან. ამის საპირისპიროდ, შემცირდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების უცვლელობას, ანუ დაახლოებით 0%-იან ცვლილებას, ან 2-4%-ის ფარგლებში ზრდას ვარაუდობენ.

„გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში მომატებულია“, - აღნიშნულია ანგარიშში.

სებ-ის კვლევაში ხელფასების ზრდის მოლოდინებიც არის ასახული. ივლისში, ივნისთან შედარებით, გამოკითხულთა მოლოდინი ხელფასების ზრდაზე გაზრდილია. კერძოდ, მოიმატა იმ რესპონდენტთა რაოდენობამ, რომლებიც ხელფასების 20-30%-ის ფარგლებში ზრდას ელოდებიან.

ამასთან, შემცირდა იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების 0-10%-ის ფარგლებში ზრდას ან ხელფასების უცვლელად შენარჩუნებას ელოდებიან.

„ივლისში ივნისთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე გაზრდილია. კერძოდ, იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 20%-30%-ის ინტერვალში ელოდებიან, მომატებულია“, - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.

კვლევის კიდევ ერთი მიმართულება კომპანიებში წარმოებისთვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობას ეხება. სებ-ის განმარტებით, ეს მაჩვენებელი ასახავს კომპანიის რესურსების რეალურ გამოყენებას მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით.

გამოკითხულთა შეფასებით, 2026 წლის ივლისში კომპანიებში წარმოებისთვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა წინა თვესთან შედარებით შემცირდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანთან ყველანაირი ვაჭრობა და ფინანსური ტრანზაქციები შეაჩერა

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანთან ყველანაირი ვაჭრობა და ფინანსური ტრანზაქციები შეაჩერა

BM.GE

93 ნაგავმზიდის შესაძენად 34-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა - რომელ მუნიციპალიტეტებს გადაეცემა

93 ნაგავმზიდის შესაძენად 34-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა - რომელ მუნიციპალიტეტებს გადაეცემა

BM.GE

საჰაერო ფოსტისა და ტვირთების ნაკადი 11.3 ათას ტონამდე გაიზარდა - საქსტატი

საჰაერო ფოსტისა და ტვირთების ნაკადი 11.3 ათას ტონამდე გაიზარდა - საქსტატი

BM.GE

20 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

20 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

BM.GE