
93 ნაგავმზიდის შესაძენად 34-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა - რომელ მუნიციპალიტეტებს გადაეცემა
ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ მუნიციპალიტეტებისთვის 93 ნაგავმზიდის შესაძენად ხუთი კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვების საერთო სავარაუდო ღირებულება 33.85 მილიონ ლარს შეადგენს.
ხუთივე ტენდერი 2026 წლის 18 აგვისტოს გამოცხადდა და აუქციონის გარეშე კონსოლიდირებული ტენდერის ფორმით ტარდება. წინადადებების მიღება 23 აგვისტოს დაიწყება, ხოლო დასრულების ვადა, ტენდერის მიხედვით, 24 აგვისტოს სხვადასხვა დროსაა განსაზღვრული.
შესყიდვები სხვადასხვა ტიპისა და ტევადობის ნაგავმზიდებს მოიცავს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ყველა შემთხვევაში გათვალისწინებულია ნაგავმზიდის გეგმიური ფლობის კომპონენტები.
ყველაზე დიდი მოცულობის შესყიდვა 32 ერთეულ ნაგავმზიდს ითვალისწინებს. მისი სავარაუდო ღირებულება 11.52 მილიონი ლარია, რაც ერთი ნაგავმზიდის საშუალოდ 360 ათას ლარს შეადგენს. ეს ტენდერი დღგ-ის გარეშე ფასით ტარდება. შესასყიდი მანქანები უნდა იყოს 4x2 ტიპის, 15-დან 20 კუბურ მეტრამდე მოცულობის.
მეორე ტენდერით 29 ერთეული 4x2 ტიპის ნაგავმზიდის შეძენაა გათვალისწინებული, რომელთა მოცულობა 10-დან 15 კუბურ მეტრამდე უნდა იყოს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9.844 მილიონი ლარია, ხოლო ერთი ნაგავმზიდის საშუალო ფასი 339,469 ლარს შეადგენს.
კიდევ ერთი ტენდერი 18 ერთეულ 6x2 ტიპის ნაგავმზიდს ითვალისწინებს. მათი მოცულობა არანაკლებ 20 კუბური მეტრი უნდა იყოს. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 7.65 მილიონი ლარია, შესაბამისად, ერთი ნაგავმზიდის საშუალო ღირებულება 425 ათასი ლარია. ამ შემთხვევაში ფასი დღგ-ს ჩათვლით უნდა იყოს წარმოდგენილი.
8 ნაგავმზიდის შესაძენად გამოცხადებული ტენდერის ღირებულება 3.034 მილიონი ლარია. ამ შესყიდვის ფარგლებში გათვალისწინებულია 4x4 ტიპის, 10-დან 15 კუბურ მეტრამდე მოცულობის ნაგავმზიდები. ერთი მანქანის საშუალო ღირებულება 379,274 ლარია.
ყველაზე მცირე მოცულობის შესყიდვა 6 ნაგავმზიდს მოიცავს. მათი შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1.804 მილიონი ლარია, ხოლო ერთი ერთეულის საშუალო ფასი 300,810 ლარს შეადგენს. აღნიშნული მანქანები 4x2 ტიპის უნდა იყოს და მათი მოცულობა 5-დან 10 კუბურ მეტრამდე უნდა შეადგენდეს.
სპეცტექნიკის გადანაწილება მუნიციპალიტეტების მიხედვით
ტენდერების ფარგლებში შესყიდული ტექნიკა რეგიონებში შემდეგი პროპორციით გადანაწილდება:
დიდი ზომის ნაგავმზიდები (6x2, ≥20.0 მ³) – სულ 18 ერთეული:
• ოზურგეთი – 3 • თიანეთი – 3 • მცხეთა – 2 • მარნეული – 2 • მარტვილი – 2 • გორი – 2 • ლანჩხუთი – 1 • ზუგდიდი – 1 • წალენჯიხა – 1 • ბორჯომი – 1
საშუალო ზომის ნაგავმზიდები (4x2, 15.0-20.0 მ³) – სულ 32 ერთეული:
• გურჯაანი – 3 • რუსთავი – 3 • ლანჩხუთი – 2 • სამტრედია – 2 • წყალტუბო – 2 • ხონი – 2 • საგარეჯო – 2 • ხაშური – 2 • თერჯოლა – 1 • საჩხერე – 1 • ჭიათურა – 1 • ვანი – 1 • თელავი – 1 • დუშეთი – 1 • ფოთი – 1 • დმანისი – 1 • მარნეული – 1 • წალკა – 1 • ლაგოდეხი – 1 • მარტვილი – 1 • ბოლნისი – 1 • ყვარელი – 1
მაღალი გამავლობის ნაგავმზიდები (4x4, 10.0-15.0 მ³) – სულ 8 ერთეული:
• ყაზბეგი – 2 • ჩოხატაური – 1 • ბაღდათი – 1 • ჭიათურა – 1 • ახმეტა – 1 • ახალციხე – 1 • დუშეთი – 1
საშუალო ზომის ნაგავმზიდები (4x2, 10.0-15.0 მ³) – სულ 29 ერთეული:
• ზესტაფონი – 3 • თიანეთი – 3 • კასპი – 3 • ხარაგაული – 2 • ამბროლაური – 2 • ბორჯომი – 2 • ქარელი – 2 • თეთრიწყარო – 2 • თერჯოლა – 1 • წყალტუბო – 1 • ონი – 1 • დუშეთი – 1 • მესტია – 1 • ფოთი – 1 • ახალციხე – 1 • დმანისი – 1 • ბოლნისი – 1 • ნინოწმინდა – 1
მცირე ზომის ნაგავმზიდები (4x2, 5.0-10.0 მ³) – სულ 6 ერთეული:
• თერჯოლა – 1 • საჩხერე – 1 • ტყიბული – 1 • თელავი – 1 • ამბროლაური – 1 • ლენტეხი – 1
BM.GE
წყარო: bm.ge